იუსტინე ჯანელიძის ქუჩა
იუსტინე ჯანელიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი). ეროსი მანჯგალაძის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. თბილისის ქუჩების 1926 წლის ცნობარში შეტანილია როგორც დასავლეთის ქუჩა. ასევეა თბილისის 1934 წლის გეგმაზეც. 60-იან წლებში იუსტინე ჯანელიძის სახელი დაერქვა.
იუსტინე ჯანელიძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ნაძალადევის რაიონი |
წინა სახელები | დასავლეთის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 212, ISBN 978-99928-20-35-3.