ეროსი მანჯგალაძის ქუჩა

ეროსი მანჯგალაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი), ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია, როგორც მაგისტრალის ქუჩა, ამავე საუკუნის 50-იან წლებში ვალენტინ თოფურიძის სახელი დაერქვა, 1990-იან წლებში — ეროსი მანჯგალაძისა. აქვს 2 შესახვევი. ამ ქუჩაზე მდებარეობს ივერიის ღვთისმშობლის ხატის და წმინდა სამების ეკლესიები.

ეროსი მანჯგალაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
ისტორიული რაიონი ნაძალადევი
წინა სახელები მაგისტრალის ქუჩა, ვალენტინ თოფურიძის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება