იური ხარლამოვი

საბჭოთა და რუსი პოეტი, დრამატურგი და პროზაიკოსი

იური ხარლამოვი (რუს. Юрий Ильич Харламов; დ. 21 ივნისი, 1936, ლუგანსკი, უსსრ, სსრკ — გ. 8 აგვისტო, 2014, გენერალსკოე, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი პოეტი, დრამატურგი და პროზაიკოსი. სსრკ-ის მწერალთა კავშირის წევრი (1991). სსრკ-ის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

იური ხარლამოვი
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1936(1936-06-21)
დაბადების ადგილი ლუჰანსკი
გარდაცვალების თარიღი 8 აგვისტო, 2014(2014-08-08) (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი გენერალსკოე, რუსეთი
საქმიანობა მწერალი, დრამატურგი და პროზაიკოსი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
ალმა-მატერი გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი
ჟანრი პროზა

ბიოგრაფია

რედაქტირება

იური ხარლამოვი 1936 წლის 21 ივნისს ქალაქ ლუგანსკში დაიბადა. მისი მამა სკოლის დირექტორად მუშაობდა, ხოლო დედა — მასწავლებლად. სკოლის დამთავრების შემდეგ იური ხარლამოვი ორი წლის განმავლობაში ჯარში მსახურობდა. იქ მან დაიწყო წერა და მის ნაწარმოებები სამხედრო გაზეთ „Патриот Родины“-ში იბეჭდებოდა. 1958 წელს საცხოვრებლად დონის როსტოვში გადავიდა. როსტოვში ის საფეიქრო ფაბრიკაში მუშაობდა, შემდეგ ქარხანა „Красный Дон“-ში, როსტოვის ტელევიზიაში რეჟისორის თანაშემწედ და კინოჯგუფის ხელმძღვანელად, მოღვაწეობდა კომკავშირის საქალაქო კომიტეტის ახალგაზრდა ლიტერატორთა კლუბში. შემნილ ნაწარმოებებს ბეჭდავდა საოლქო გაზეთებში, ჟურნალ „დონში“, როსტოვის გამომცემლობის კრებულებში. 1966 წელს როსტოვის გამომცემლობაში გამოიცა მისი მოთხრობების პირველი წიგნი „Да будет день“.

1961 – 1965 წლებში იური ხარლამოვი კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის (პედაგოგი ალექსეი კაპლერი) სასცენარო მიმართულებაზე სწავლობდა. მოგვიანებით სსრკ-ის კინემატოგრაფისტთა კავშირში მიიღეს.

მალევე ახალგაზრდა მწერალი როსტოვიდან სოჭში გადავიდა. იქ სოჭის ტელევიზიის სტუდიის რედაქტორად მუშოაბდა, შემდეგ მუშაობდა ტაჯიკეთში გაზეთ „Комсомолец Таджикистана“-ში, ჟურნალ „Памир“-ის პროზის განყოფილების ხელმძღვანელად, ტაჯიკეთის სსრ-ის კინემატოგრაფიის მინისტრის თანაშემწედ.

ХХ საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში იური ხარლამოვმა გამოსცა ზღაპრების წიგნი ბავშვებისა და უფროსებისათვის, ლექსების კრებული „Не прощайте нас, птицы“. მწერლის პიესების მიხედვით ქალაქ დუშანბეს თეატრებში დაიდგა სპექტაკლები. „Таджикфильм“-ისა და „Таджиктелефильм“-ის სტუდიებში მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია 30-მდე მხატვრული, დოკუმენტური და მულტიპლიკაციური ფილმი, მათ შორის „Требуется тигр“, „Пусть прилетают чайки“, „Горная станция“, „Чинар“, „Принцесса коз“, „Нерабочая погода“, „Построй корабль“ და სხვ.

1991 წელს იური ხარლამოვი შუა აზიიდან როსტოვის ოლქში დაბრუნდა, სადაც როდიონოვო-ნესვეტაის რაიონის სოფელ გენერალსკოეში დასახლდა. მან უკვე აქ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა.

2000 წელს მოსკოვში, მაქსიმ გორკის სახელობის მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრში ხარლამოვის პიესის მიხედვით ნურეკის ჰესის მშენებლების შესახებ დაიდგა სპექტაკლი „Высотка“.

დონის როსტოვისა და ტიუმენის გამომცემლობებში დაიბეჭდა მისი ზღაპრების სამი კრებული. კრებულმა „Сказки бабы Груши“, მწერალს რუსეთის პეტრე ერშოვის სახელობის კონკურსზე გამარჯვება მოუტანა.

იური ხარლამოვი 2014 წლის 8 აგვისტოს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ გენერალსკოეს სასაფლაოზე მეუღლის გვერდით, რომელიც მწერლის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ დაიღუპა.

ჯილდოები

რედაქტირება
  • რუსეთის პეტრე ერშოვის სახელობის პირველი პრემიის ლაურეატი საბავშვო და ახალგაზრდული წიგნისათვის „Сказки бабы Груши“.
  • გ. მიხასენკოს სახელობის კონკურს „Золотой листопад-2009“-ის ლაურეატი ნომინაციაში „Новое детство ждёт своих сказок“.
  • ანტონ ჩეხოვის სახელობის პრემია პიესისათვის „Высотка“.

შემოქმედება

რედაქტირება

გამოიცა მწერლის შემდეგი ცალკეული წიგნები და თეატრალური სცენარები:

ცალკეული წიგნები

რედაქტირება
  • Да будет день. Рассказы. – Ростов-н/Д: Ростиздат, 1966.
  • Эхо в напёрстке. Сказки. – Душанбе: изд-во «Памир», 1980.
  • В лесу исчезнувшего тигра. Повесть-сказка. – Душанбе: изд-во «Ирфон», 1986.
  • Не прощайте нас, птицы. – Душанбе: изд-во «Адиб», 1990.
  • Деревенский декамерон. Сказки для взрослых. – Ростов-н/Д: изд-во «Новая книга», 2005.
  • Сказки бабы Груши. Сборник сказок. – Тюмень: изд-во «Ишим», 2007.
  • Зелёный мальчик. Повесть-сказка. – Ростов-н/Д: изд-во «Книга», 2007.
  • Девочка и царь. – Ишим: изд-во «Конёк-Горбунок», 2010.

თეატრალური დადგმები

რედაქტირება
  • Волшебное зёрнышко. საბავშვო პიესა. – ტაჯიკეთის რესპუბლიკური თოჯინების თეატრი, ქ. დუშანბე, 1986.
  • Жених с компьютером. ტრაგიკომედია. – მაიაკოვსკის სახელობის რუსული დრამატული თეატრი, ქ. დუშანბე, 1990.
  • Высотка. Драма. – მაქსიმ გორკის სახელობის მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრი, ქ. მოსკოვი, სეზონი 2000 – 2009 წწ.

ინტერნეტ-რესურსები

რედაქტირება