იურის მონასტერი
იურის მონასტერი — რუსული არქიტექტურის ძეგლი, რუსეთის უძველესი მონასტერი. ააშენა ხუროთმოძღვარმა პეტრემ. მშენებლობა დაიწყო 1119 წელს. მდებარეობს ნოვგოროდის ახლოს. XII_XIV საუკუნეებში ნოვგოროდი იყო ცენტრი ფეოდალური რესპუბლიკიისა, რომელიც კიევის რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. მონასტრის ნაგებობათაგან შემორჩენილია წმინდა გიორგის ტაძარი ექვსი სვეტითა, სამი გუმბათით და კოშკით. ტაძრის ფასადი შემკულია ვიწრო და ღრმა ნიშების რიგით. 1825-1827 წლების გადაკეთების დროს შენობ დამახინჯდა, დაიკარგა ძველი მოხატულობა. 1933-1936 წლებში ტაძარი აღადგინეს და ძველი სახე დაუბრუნეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 282.