იულიუს ვაგნერ-იაურეგი

იულიუს ვაგნერ-იაურეგი (გერმ. Julius Wagner-Jauregg; დ. 7 მარტი, 1857, ველსი, ავსტრია, — გ. 27 სექტემბერი, 1940, ვენა) — ავსტრიელი ფსიქიატრი. სწავლობდა ნეიროსიფილისის, კრეტინიზმისა და სხვადასხვა გონებრივი დარღვევის პრობლემებს; შექმნა სიფილისური მენინგოენცეფალიტის (პროგრესული დამბლა) მკურნალობის მეთოდი ავადმყოფის ორგანიზმში მალარიის გამომწვევის ხელოვნური შეყვანის გზით, რისთვისაც 1927 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

იულიუს ვაგნერ-იაურეგი
გერმ. Julius Wagner Ritter von Jauregg
დაბ. თარიღი 7 მარტი, 1857(1857-03-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ველსი[8] [6]
გარდ. თარიღი 27 სექტემბერი, 1940(1940-09-27)[8] [1] [2] [3] [4] [5] (83 წლის)
გარდ. ადგილი ვენა, ავსტრია[8]
დასაფლავებულია ვენის ცენტრალური სასაფლაო
მოქალაქეობა  ავსტრია
საქმიანობა ექიმი, neurologist, ფსიქიატრი და პროფესორი
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი და გრაცის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი
მეუღლე Balbine Karoline Wagner-Jauregg და Anna Wagner-Jauregg
შვილ(ებ)ი Julie Humann და Theodor Wagner-Jauregg
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[9] [10] , ვენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[11] , გრაცის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და Cameron Prize of the University of Edinburgh
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1880). 1883-1889 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში. ამ პერიოდში ვაგნერ-იაურეგმა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებში შენიშნა სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესება ცხელებით მიმდინარე ინფექციების თანდართვისას. 1887 წელს მან წამოაყენა ფსიქიატრიული დაავადებების მკურნალობის მეთოდი, რომელიც ცხელების განზრახ გამოწვევას ეფუძნებოდა. ამის მიღწევას ვაგნერ-იაურეგი ვარაუდობდა მალარიის აღძვრით, რადგან იმ დროს უკვე ხელმისაწვდომი იყო ანტიმალარიული პრეპარატი ქინინი. 1889-1893 წლებში ვაგნერ-იაურეგი იყო გრაცის უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის პროფესორი. ამ პერიოდში ცდილობდა თავისი მეთოდის დანერგვას ტუბერკულინის (ტუბერკულოზის ბაცილის ექსტრაქტის) გამოყენებით, თუმცა დიდი წარმატება არ ჰქონია. 1893 წლიდან ის ვენის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. ამავდროულად, 1893-1928 წლებში ხელმძღვანელობდა ვენის უნივერსიტეტის ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების ჰოსპიტალს. 1917 წელს სიფილისური მენინგოენცეფალიტის (პროგრესული დამბლის) მქონე პაციენტებში შეძლო მალარიის გამოწვევა და ამ გზით ძირითადი დაავადების სიმპტომების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. „მალარიოთერაპია“ მოგვიანებით ანტიბიოტიკოთერაპიამ სრულად ჩაანაცვლა, თუმცა იმ დროისთვის ვაგნერ-იაურეგის აღმოჩენა მანამდე უნკურნებელი დაავადების — პროგრესული დამბლის ერთადერთი ეფექტიანი გზა იყო. ვაგნერ-იაურეგის შრომებმა ასევე საფუძველი ჩაუყარა ფსიქიატრიული დაავადებების პიროთერაპიის (ცხელებით მკურნალობა) და ე. წ. შოკური თერაპიის მეთოდებს. ვაგნერ-იაურეგი იყო ევგენიკის მიმდევარი; სიცოცხლის ბოლო წლებში ზოგიერთი შეხედულებით ახლოს იდგა ნაციზმთან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Who Named It?
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  6. 6.0 6.1 Krackowizer F., Berger F. Biographisches Lexikon des Landes Österreich ob der Enns: Gelehrte, Schriftsteller und Künstler Oberösterreichs seit 1800Pas, Linz: Verein und Institut für Ostbairische Heimatforschung, 1931. — S. 352. — 411 გვრ.
  7. Base biographiqueBIU Santé.
  8. 8.0 8.1 8.2 Вагнер-Яурегг Юлиус // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1927Nobel Foundation.
  10. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  11. http://geschichte.univie.ac.at/en/persons/julius-wagner-jauregg-prof-dr