იულია სპირიდონოვა
იულია სპირიდონოვა (ბულგ. Юлия Спиридонова), აგრეთვე ცნობილია, როგორც იულკა (ბულგ. Юлка) — ბულგარელი მწერალი და სცენარისტი.[1]
იულია სპირიდონოვა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 ოქტომბერი, 1972 (52 წლის) |
დაბადების ადგილი | სოფია, ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა |
საქმიანობა | მწერალი და სცენარისტი |
მოქალაქეობა | ბულგარეთი |
ალმა-მატერი | სოფიის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიულია სპირიდონოვა დაიბადა 1972 წლის 30 ოქტომბერს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, მხატვართა ოჯახში.
პირველად, როგორც მწერალი 1995 წელს აღიარეს, როდესაც მისმა პირველმა მოკლე მოთხრობამ „საწოვარა“-მ მოიგო იუნესკოს ყოველწლიური ჯილდო. მისი მოთხრობა ინგლისურ და ფრანგულ მოკლე მოთხრობათა ანთოლოგიებში შევიდა. 1996 წელს იგი მიუნხენში, სტუდენტური კინოფესტივალის ჟიურიში მონაწილეობისთვის მიიწვიეს. 2006 წელს, მისმა პირველმა რომანმა „My Sweet Pathwalker“ მოიგო უდიდესი წლიური საბავშვო წიგნის ხელნაწერთა კონკურსი, რომელსაც მართავს ბულგარეთის მწერალთა ასოციაცია. 2007 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სპირიდონოვა მოიწვია, როგორც ბულგარეთის წარმომადგენელი საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე „БиблиОбраз“.[2] 2008 წელს იულიას საბავშვო ზღაპარმა „Scabby Frog“-მა, რომელიც გაფორმებული იყო საერთაშორისოდ აღიარებული მხატვრის ივან განჩევის ილუსტრაციებით, დადებითი შეფასება მიიღო ჰააგის საერთაშორისო წიგნების ბაზრობაზე. 2010 წელს, ბულგარეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იულია სპირიდონოვა მისი დამსახურებისთვის სპეციალური ჯილდოთი დააჯილდოვა, ახალგაზრდა თაობის სულიერი კულტურის განვითარებისთვის. 2011 წელს, „I Read“ საიტის მიერ წარმოებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ იულია სპირდონავას წიგნები ყველაზე ხშირად მოთხოვნადია.[3]
იულია სპირიდონოვა ასევე ცნობილია თავისი სცენარისტობით, რომელმაც 400-ზე მეტი სცენარი დაწერა ბულგარეთის ეროვნული მაუწყებლისთვის. არის რამდენიმე სატელევიზიო შოუს, ბავშვებისა და მოზარდებისათვის გათვლილი სერიალის შემქმნელი და ავტორი.
იგი ბულგარეთის მწერალთა ასოციაციის წევრია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- barnesandnoble.com დაარქივებული 2011-06-07 საიტზე Wayback Machine.
- helikon.bg
- kragozor.com დაარქივებული 2017-04-26 საიტზე Wayback Machine.
- fiut.bg
სქოლიო
რედაქტირება- ↑ იულია სპირიდონოვას შესახებ ინფორმაცია გამომცემლობა „Ентусиаст“-ის საიტზე დაარქივებული 2019-05-29 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ „Программа Фестиваля „БиблиОбраз 2007“, 11 октября 2007 года“ დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine. на сайта Центр развития междуличностных коммуникаций.
- ↑ Веселина Фотева, „Виж кой чете 2: „Хари Потър“, „Пипи“ и „Емил от Льонеберя“ са най-крадените детски книги от библиотеките“, в. „Дневник“, 13 юни 2012 г.