იუგოსლავიის სახალხო-გამათავისუფლებელი ომი
იუგოსლავიის სახალხო-გამათავისუფლებელი ომი | |||
---|---|---|---|
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი | |||
ზევიდან საათის ისრის მიმართულები: ადოლფ ჰიტლერისა და ანტე პაველიჩის შეხვედრა ბერგჰოფში; სტეპან ფილიპოვიჩი სიკვდილით დასჯის წინ ყვირის „სიკვდილი ფაშიზმს, თავისუფლება ხალხს!“; გენერალი დრაჟა მიხაილოვიჩი და მისი ჩეტნიკები; მარშალი იოსიპ ბროზ ტიტო და მისი მოკვაშირე ჯარი | |||
თარიღი | 4 ივლისი 1941 — 15 მაისი 1945 | ||
მდებარეობა | იუგოსლავია | ||
Casus belli | „რომი-ბერლინი-ტოკიოს ღერძის“ ქვეყნების იუგოსლავიაში შეჭრა და ქვეყნის შემდგომი ოკუპაცია | ||
შედეგი | იუგოსლავიის სახალხო გამათავისუფლებელი არმიის გამარჯვება, იუგოსლავიის სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
იტალიის სამეფოს ტერიტორიის ნაწილის იუგოსლავიისთვის შემოერთება | ||
მხარეები | |||
| |||
იუგოსლავიის სახალხო-გამათავისუფლებელი ომი ვიკისაწყობში |
იუგოსლავიის სახალხო-გამათავისუფლებელი ომი (სერბ. Народноослободилачки рат Југославије, ხორ. Narodnooslobodilački rat Jugoslavije, სლოვენ. Narodnoosvobodilni boj Jugoslavije, მაკედ. Народно-ослободителната воjна на Југославија), უფრო მეტად ცნობილია, როგორც იუგოსლავიის ხალხის სახალხო-გამათავისუფლებელი ბრძოლა ან უბრალოდ სახალხო-გამათავისუფლებელი ბრძოლა (სერბ. Народноослободилачка борба народа Југославије, ხორ. Narodnoslobodilačka borba Jugoslavije, სლოვენ. Narodnoosvobodilna borba jugoslovanskih narodov, მაკედ. Народно-ослободителната борба на Југославија) — იუგოსლავიის პარტიზანების ომი, რომელშიც იუგოსლავიის მოკავშირეები იყვნენ საბჭოთა ჯარები (1944 წლიდან) და რომლის მთავარი მიზანიც იყო იუგოსლავიის განთავისუფლება გერმანელი, იტალიელი, უნგრელი ოკუპანტებისა და მათი მოკავშირე-კოლაბორაციონისტებისგან. იწარმოებოდა 1941 წლის 4 ივლისიდან 1945 წლის 15 მაისამდე და დამთავრდა იუგოსლაველი პარტიზანების სრული გამარჯვებითა და ქვეყნის ოკუპაციისაგან განთავისუფლებით.
იუგოსლავიის სახალხო-გამათავისუფლებელი ომი წარმოადგენს მთელ ევროპაში წინააღმდეგობის მოძრაობის განუყოფელ ნაწილს: იუგოსლაველი პარტიზანებისა და მათი მოკავშირეების მოქმედება ბალკანეთში ბოჭავდა გერმანიის ჯარის მნიშვნელოვან ნაწილს და ვერმახტს საშუალებას არ აძლევდა, დამხმარე ჯარები გაეგზავნა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ფრონტზე; ეს პარტიზანული მოძრაობა რაოდენობრივად მხოლოდ სსრკ-ს პარტიზანულ მოძრაობას უთმობდა. იუგოსლავიის ისტორიაში ეს ომი იკავებს ზუსტად ისეთივე ადგილს, როგორსაც დიდი სამამულო ომი სსრკ-სა და რუსეთის ისტორიაში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Tomasevich, Jozo; War and Revolution in Yugoslavia, 1941–1945: The Chetniks, Volume 1; Stanford University Press, 1975 ISBN 978-0-8047-0857-9 [1]
- ↑ Cohen, Philip J., Riesman, David; Serbia's secret war: propaganda and the deceit of history; Texas A&M University Press, 1996 ISBN 0-89096-760-1 [2]
- ↑ Ramet, Sabrina P.; The three Yugoslavias: state-building and legitimation, 1918–2005; Indiana University Press, 2006 ISBN 0-253-34656-8 [3]
- ↑ Tomasevich, Jozo; War and revolution in Yugoslavia, 1941–1945: occupation and collaboration, Volume 2; Stanford University Press, 2001 ISBN 0-8047-3615-4 [4]
- ↑ სლოვენიის ალიანსი იმყოფებოდა იტალიის კონტროლის ქვეშ ამ უკანასკნელის კაპიტულაციამდე 1943 წელს, რის შემდეგაც ალიანსი დაიშალა
- ↑ ჩერნოგორიის სამეფო შეიქმნა 1941 წლის 17 აპრილს ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე. წარმოადგენდა იტალიის პროტექტორატს ამ უკანასკნელის კაპიტულაციამდე 1943 წლის სექტემბერში, შემდეგ 1944 წლის დეკემბრამდე იმყოფებოდა გერმანიის ოკუპაციის ქვეშ
- ↑ ალბანეთის ოკუპირება იტალიამ მოახდინა 1939 წლის 7 აპრილს და პროტექტორატად გადააქცია. 1941 წლის აპრილში იტალიამ ალბანეთი გამოიყენა, როგორც იუგოსლავიაში შესაჭრელი პლაცდარმი. იტალიის კაპიტულაციის შემდეგ 1943 წლის სექტემბერში, ალბანეთის ტერიტორია 1944 წლის ნოემბრამდე ოკუპაციაში მოაქცია გერმანიამ