იტრიის კოშკი
იტრიის კოშკი, საჯვარე — კოშკი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში. მდებარეობს დაბის დასავლეთ ნაწილში, ყოფილ სოფელ იტრიის დასავლეთით 100 მეტრზე.
აგებულია XVI-XVII საუკუნეებში. კოშკი ოთხკუთხაა (4,45 X 4,3 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. კუთხეების წყობაში გამოყენებულია თლილი ქვიშაქვა. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი, სართულებს შორის გადახურვა, კედლები, შემორჩენილია ოთხი სართული. კარი კოშკს აღმოსავლეთით, მეორე სართულზე ჰქონდა. სართულებს შორის ძელური გადახურვა იყო (შემორჩენილია საძელე ბუდეები). პირველი სართულის ჩრდილოეთ კედელში მოზრდილი ბუხარია, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში კი თახჩები. მეორე სართულის ბუხარი პირველი სართულის ბუხრის ღერძზეა. კედლებში ორ-ორი სათოფურია. სათოფურები მესამე სართულის კედლებშიც არის. სამხრეთ კედელზე მიშენებულია მესამე სართულზე ასასვლელი ქვის კიბე.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 434-435.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6728