იტა (პარაგვაი)
იტა (ესპ. Itá) — ქალაქი პარაგვაიში, ცენტრალურ დეპარტამენტში. მდებარეობს ასუნსიონიდან 37 კმ-ის დაშორებით. აქ ამზადებენ ერთ-ერთ ულამაზეს ხელნაკეთებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის კერამიკას.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
იტა Itá | |||
ქალაქის ეკლესია | |||
| |||
ქვეყანა | პარაგვაი | ||
დეპარტამენტი | ცენტრალური | ||
კოორდინატები | 25°29′00″ ს. გ. 57°21′00″ დ. გ. / 25.48333° ს. გ. 57.35000° დ. გ. | ||
დაარსდა | 1539 | ||
ფართობი | 265 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 126 მ | ||
მოსახლეობა | 81 084 კაცი (2008) | ||
სიმჭიდროვე | 265 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 | ||
სატელეფონო კოდი | 224 | ||
საფოსტო ინდექსი | 2710 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.municipios.gov.py/ita/ | ||
იტა გუარანის ენაზე ქვას ნიშნავს. ამ ქალაქს ხშირად „კერემიკის დედაქალაქსაც“ უწოდებენ.
მაქსიმალური ტემპერატურა ზაფხულში 40 °C-ს აღწევს, ზამთარში კი 0 °C-მდე ეცემა. საშუალო წლიური ტემპეტარურა 22 °C-ია.
ქალაქი 1539 წელს გუბერნატორმა დომინგო მარტინეს დე ირალამ დააარსა და ის თავდაპირველად ადგილობრივი გუარანის ხალხით იყო დასახლებული. 1884 წელს მიენიჭა რაიონის სტატუსი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- National Secretary of Tourism დაარქივებული 2015-05-20 საიტზე Wayback Machine.