ისქანდერ მუნში

ჩემი ყლე

ისქანდერ მუნში, ისქენდერ-ბეგ თორქმანი (დ. 1560/1561 — გ. 1634) — ირანელი ისტორიკოსი, წარმოშობით აზებაიჯანელი თორქმანთა ტომიდან. მსახურობდა შაჰ-მოჰამედ ხოდაბანდესთან ცხენოსანი ღოლამების კორპუსში. 1592/1593 წელს „უმაღლესი დივანის“ „დიდი მდივნების“ რიგებში ჩარიცხეს. მონაწილეობდა შაჰ-აბას I-ის ლაშქრობებსა და მოგზაურობებში. მას ეკუთვნის თხზულება „ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია აბასისა“. ისქანდერ მუნშის ხელი მიუწვდებოდა შაჰის არქივზე და თავის თხზულებაში ფართოდ გამოიყენა სარქივო მასალა. თხზულება მნიშვნელოვანი პირველწყაროა XVI საუკუნისა და XVII საუკუნის I მეოთხედის საქართველოს ისტორიისათვის. მასში საინტერესო ცნობებია დაცული ირანში მოღვაწე ქართველების შესახებ. ამ თხზულებით სარგებლობდა XVII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე.

1629 წელს ისქანდერ მუნშიმ სეფი I-ის დავალებით დაიწყო წერა თხზულებისა – „გაგრძელება აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიისა“. თხრობა წყდება 1634 წლის ამბებზე. ამ თხზულებაშიც საყურადღებო ცნობებია საქართველოს შესახებ.

ლიტერატურა

რედაქტირება