ისტორიული ლექსი
ისტორიული ლექსი — ქართული ზეპირსიტყვიერების ჟანრი, ისტორიულ მოვლენებისა და მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი ხალხური ლექსი. ისტორიული ლექსის ყველაზე ადრინდელი ნიმუშები ეძღვნება ვახტანგ გორგასალს და V-VI საუკუნეებით თარიღდება. ცნობილია ლექსები კონსტანტინე არსაკიძის, თამარ მეფის, რუსუდან მეფის, ერეკლე II-ისა და სხვათა შესახებ. ასევე პოპულარულია ქართულ ხალხურ პოეზიაში ბახტრიონის აღება, ასპინძისა და კრწანისის ბრძოლები, 1804, 1812 სახალხო აჯანყებანი, 1905-1907 რევოლუცია დ სხვა. ისტორიული ლექსებში აისახა ქართველი ერის მრავალჭირნახული ისტორია, მისი ბრძოლა დამპყრობლებთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- სიხარულიძე ქ., ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვუერება, ბ., 1949;
- ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, ქ. სიხარულიძის გამოც., ტ. 1-3, თბ., 1961-1967
- ქსე, ტ. 5, გვ. 247, თბ., 1980