ისპოლინური, ჯაიენტი, პრიუნიქლიავის ჯიში. გამოყვანილია ლუთერ ბერბენკის მიერ 1890-იან წლებში აჟანის უნგრულასა და პონტის შორის შეჯვარების შედეგად. ჯიში გვხვდება სხვადასხვა რაიონში ცალკე მდგომი ხეების სახით. მის დადებით მხარეს შეადგენს მსხვილი ლამაზი ნაყოფი, უხვი მოსავლიანობა და ადრეულა ნაყოფიერება. თვითფერტილია.

ხე საშუალო ზრდისაა, მომრგვალო ვარჯით. ფოთოლი უკუკვერცხისებრია, სუსტად შებუსვილი ქვედა მხარეზე. ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს. ნაყოფი მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებში (ქართლი). მსხვილია (4,6🞩3,4🞩3,7 სმ), საშუალო მასა 45,7 გრამს უდრის. ფორმით უკუკვერცხისებურია, ოდნავ შებრტყელებული გვერდებიდან და შევიწროებული ფუძესთან. კანი საშუალო სისქისა და სიმკვრივისაა. მოწითალო ფერის, ზევიდან გადაკრული აქვს ცვილისებრი თხელი ნაფიფქი. რბილობი მოყვითალო ფერისაა, საკმაოდ წვნიანი, ძარღვიანი, მკვრივი, მოტკბო, გემრიელი. კურკა ნახევრად სცილდება ტბილობს. ბაღის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო ჯიშია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.