ისლანდიის ადმინისტრაციული დაყოფა
ისლანდიის ადმინისტრაციული დაყოფა — ისლანდია არის უნიტარული სახელმწიფო, რომელიც იყოფა 62 მუნიციპალიტეტად. მუნიციპალიტეტები წარმოადგენს ერთადერთ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელ დონეზეც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობა. ისლანდია ასევე პირობითად იყოფა რეგიონებად სტატისტიკური მიზნებისთვის, ხოლო საარჩევნო მიზნებისთვის იქმნება საარჩევნო ოლქები.
საარჩევნო ოლქები
რედაქტირება2003 წლამდე ისლანდიის საარჩევნო ოლქები დაყოფილი იყო რეგიონების მიხედვით, მაგრამ კონსტიტუციაში შესწორების თანახმად შეცვლილი იქნა 6 საარჩევნო ოლქად.
რეგიონები
რედაქტირებაისლანდია იყოფა რვა რეგიონად, რომელიც ძირითადად გამოიყენება სტატისტიკური მიზნებისათვის.
მუნიციპალიტეტები
რედაქტირებაისლანდიაში არსებობს 62 მუნიციპალიტეტი, რომლებიც არეგულირებენ უმრავლესობა ადგილობრივ საკითხებს, როგორიცაა სკოლები, ტრანსპორტი და ზონირებას.
ისტორიული დაყოფა
რედაქტირებაისლანდია ადრე იყოფოდა 23 ოლქად, რომლებიც ახორციელებდნენ სხვადასხვა ხელისუფლებას, მათ შორის: ადგილობრივი პოლიცია, გადასახადების აკრეფა, ბანკროტად გამოცხადება და სამოქალაქო ქორწინება.