ისლანდიელები

(გადამისამართდა გვერდიდან ისლანდიელი)

ისლანდიელები (ძვ.-სკანდ. Íslendingar, ისლ. Íslendingar) — ჩრდილოეთგერმანული ეთნოსი და ერი, ისლანდიის ძირითადი მოსახლეობა. რაოდენობა დაახლოებით 500 000 ადამიანია, ამათგან, 371 580 ისლანდიაში ცხოვრობს, 101 795 კანადაში, 42 716 აშშ-ში, 9 308 დანიაში. ლაპარაკობენ ისლანდიურ ენაზე. მორწმუნეები — პროტესტანტები (ლუთერანები) არიან.

ისლანდიელები
საერთო მოსახლეობა
დაახლოებით 500 000 ადამიანია
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ისლანდიის დროშა ისლანდია 371 580[1][2]
კანადის დროშა კანადა 101 795
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 42 716
დანიის დროშა დანია 9 308
ნორვეგიის დროშა ნორვეგია 8 274
შვედეთის დროშა შვედეთი 5 454
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო 2 225
გერმანიის დროშა გერმანია 1 802
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 1 500
ესპანეთის დროშა ესპანეთი 1 122
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 1 046
ენები ისლანდიური
რელიგიები ლუთერანები

ისლანდიელები ძველსკანდინავიელთა ჩამომავლები არიან. სკანდინავიიდან ისლანდიაზე IX-X საუკუნეებში გადავიდა მოსახლეობა, რომლის ძირითადი ბირთვი, ნორვეგიელები იყვნენ. ისლანდიელი ერის ჩამოყალიბებაში ნორვეგიელებთან ერთად, სკანდინავიელთა მფლობელობაში მყოფი ირლანდიისა და შოტლანდიის მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა. XI-XIII საუკუნეები ისლანდიელი ერის კონსოლიდაციის პროცესში მეტად მნიშვნელოვან პერიოდს წარმოადგენს. ისლანდიის ეროვნულ განვითარებას კუნძულზე დანიის ხანგრძლივი ბატონობა აფერხებდა დაწყებული 1380 წლიდან. 1918 წელს დანიამ ნორვეგიელთა სუვერენული უფლებები აღიარა დანია-ისლანდიური უნიის საწყისებზე. 1944 წელს უნია გაწყდა და ისლანდია რესპუბლიკად გამოცხადდა. ისლანდიელთა ძირითადი საქმიანობა მეთევზეობა, თევზის რეწვა და სოფლის მეურნეობაა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Árnason, Einar, Benedikz, Eiríkur, Sigurgíslason, Hlynur (2000). „ისლანდიელთა გენეტიკური ერთგვაროვნება: ფაქტი თუ ფიქცია?“. ბუნების გენეტიკა (ინგლისურ ენაზე). 25 (4): 373–374. doi:10.1038/78036. ISSN 1061-4036. PMID 10932173.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  • Byock, Jesse L. (1990). შუა საუკუნეების ისლანდია. საზოგადოება, საგები და მმართველობა (ინგლისურ ენაზე). აშშ: კალიფორნიის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 
  • Del Giudice, მარგარეტ (მარტი, 2008). „ბრძოლა ხელისუფლებისთვის“. ჟურნალი გეოგრაფია. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  • Fiske, John, Rolvaag, Karl (1972). მიწები და ხალხები: ისლანდია (ინგლისურ ენაზე). აშშ: Grolier. 
  • Global Volcanism Program (GVP), Smithsonian Institution. (2007)Grímsvötn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-23. ციტირების თარიღი: 2007-04-16.
  1. Iceland Population (LIVE) // worldometers.info
  2. Iceland Population 2022 (Live) // worldpopulationreview.com