ავთანდილ ისაკაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ისაკაძე, ავთანდილ)

ავთანდილ ისაკაძე (დ. 7 სექტემბერი, 1948, თბილისი) — ქართველი ექიმი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1973–1994 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი. 1987–1989 წლებში თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის პროფესორი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აკრედიტაცია–ლიცენზიების განყოფილების უფროსი. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება თერაპიის, კარდიოლოგიის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ექსპერიმენტული მორფოლოგიის პრობლემებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კორდარონის მოქმედება გულის იშემიური დაავადებისას“, დაიცვა 1979 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ძირითადი ანტიანგინური პრეპარატებით კომბინირებული მკურნალობის გავლენა სისხლის მიმოქცევის სისტემაზე გულის ქრონიკული იშემიური დაავადებისას“, დაიცვა 1991 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ფილტვისმიერი გული (Cor pulmonale): ეტიოლოგია, პათოგენეზი და პათანატომია, კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, თბილისი, გეორგიკა, 2013, გვ. 140 ISBN 9789941054037
  • მოციმციმე არითმია (ეტიოლოგია, პათოგენეზი და პათანატომია, კლინიკა, დიაგნოზი, დიფერენციული დიაგნოზი, მკურნალობა): დამხმ. სახელმძღვ. სტუდენტებისათვის, რეზიდენტებისათვის და ექიმებისათვის, თბილისი, გეორგიკა, 2011, გვ. 172 ISBN 9789941036385
  • სუპრავენტრიკულური და პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდია: ეტიოლოგია, პათოგენეზი, კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა: სახელმძღვ. სტუდენტებისათვის, რეზიდენტებისათვის და ექიმებისათვის, თბილისი, გეორგიკა, 2010, გვ. 176 ISBN 9789941030482

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000 გვ. 133

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება