ირლანდიური ლუდი
ირლანდიური ლუდი — ირლანდიაში წარმოებული ლუდი. ლუდის ხარშვას ირლანდიაში დიდი ხნის ისტორია აქვს. ამჟამად წარმოება 8 მილიონ ჰექტოლიტრზე მეტია და მოხმარებული ალკოჰოლის ნახევარი ლუდია. [1]
ლაგერი შეადგენს გაყიდული ლუდის 60 პროცენტს, სტაუტი 34 % და ელი 6 %. [2]
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნის დასაწყისისთვის ქვეყანაში ორასზე მეტი ლუდსახარში იყო, 55 მათგანი დუბლინში მდებარეობდა . XIX საუკუნეში ლუდსახარშთა რაოდენობა დაახლოებით ორმოცდაათამდე შემცირდა და 2007 წლისთვის მხოლოდ თორმეტი დარჩა.
ისტორიულად, ირლანდია აწარმოებდა ელის, სვიის გამოყენების გარეშე, რადგან ეს მცენარე ირლანდიაში არ არის. XVIII საუკუნეში ინგლისიდან დიდი რაოდენობით სვია შემოიტანეს. 1752 წელს დუბლინის გავლით შემოიტანეს 500 ტონაზე მეტი ინგლისური სვია. [3] XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისიდან ლუდი, ძირითადად პორტერი, შემოიტანეს მზარდი რაოდენობით: 1750 წელს 15000 ბარელი, 1785 წელს 65,000 და 1792 წელს 100,000 მეტი. [4] 1760-იან წლებში ირლანდიაში ყოველწლიურად იხარშებოდა დაახლოებით 600,000 ბარელი ლუდი.
XVIII საუკუნეში ირლანდიის პარლამენტმა ლუდის ხარშვის წახალისების მიზნით დაბეგრა დისტილაციის ხარჯებია მიზეზით, რომ ლუდი ნაკლებად საზიანო იყო ვიდრე ვისკი. [4] XVII საუკუნის 60-იან წლებში დუბლინის სამეფო საზოგადოებამ შესთავაზა პრიზები ლუდსახარშებს, რომლებიც ყველაზე მეტად ირლანდიურ სვიას იყენებდნენ და მათ, ვინც ყველაზე მეტს აწარმოებდა. [5]
XIX საუკუნის დასაწყისში ლუდის წარმოება აყვავდა და 1814 წლისთვის ირლანდიას ინგლისში უფრო მეტი ლუდის ექსპორტი ჰქონდა, ვიდრე იმპორტირებული. [6] ირლანდიის ექსპორტი ინგლისში საუკუნის წინსვლისთანავე დაჩქარდა და 1828 წლის მოკრძალებული 11,328 ბარელიდან, 1901 წლისთვის ექსპორტირებული 689,796 ბარელი გახდა.
სტაუტი
რედაქტირება1756 წელს არტურ გინესმა დააარსა მცირე ზომია ლუდსახარში, ქალაქ კილდარში და შემდეგ გადავიდა დუბლინში 1759 წელს. თავდაპირველად ელის ამზადებდა, თუმცა გადავიდა პორტერის წარმოებაზე, რომელიც ლონდონის სახეობა იყო. XX საუკუნის დასაწყისში გინესი გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუდის მწარმოებელი, რომელმაც ირლანდიის სტილის ექსპორტი მოახდინა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. [7] მიუხედავად იმისა, რომ გინესი აღარ არის მსოფლიოში ლუდის ყველაზე დიდი მწარმოებელი, იგი რჩება სტაუტის უდიდეს ლუდსახარშად. 2014 წელს ირლანდიაში გინესის გაყიდვებმა ლუდის გაყიდვების 19 % შეადგინა.
ირლანდიური წითელი ელი
რედაქტირებაირლანდიაში წარმოებული ელიები, ამჟამად, მეტწილად ირლანდიური წითელი ელის სტილშია. ახასიათებს ოდნავ წითელი ფერის მქონე, ზოგადად 3,8 - 4,4% ალკოჰოლის შემცველობის დიაპაზონში (თუმცა საექსპორტო ვერსიები ხშირად უფრო ძლიერია). ყველაზე დიდი ეროვნული ბრენდია სმითვიქსი (Smithwick's), რომელსაც აწარმოებს მრავალეროვანი კომპანია დიაჯიო. დუნგარვენის სახარშმა კომპანიამ წითელი ელი გამოუშვა 2010 წელს.
ლაგერის წარმოება
რედაქტირებალაგერის პირველი ლუდსახარში ირლანდიაში შეიქმნა დართრიში, დუბლინი, 1891 წელს, მაგრამ ვერ იარსება დიდი ხანი. მოგვიანებით, ლაგერი მცირე ხნით იხარშებოდა რეგალის ლუდსახარში, კელსში. [8] .
ჰეინეკენ ირლანდია, კორკში მდებარე მერფის ლუდსახარშია, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი წილი ლაგერის ბაზარზე. [9]
ლიტერატურა
რედაქტირება- Griffiths, Iorwerth. Beer and Cider in Ireland: The Complete Guide. ISBN 978-1-905483-17-4ISBN 978-1-905483-17-4.
- Protz, Roger. The Complete Guide to World Beer. ISBN 1-84442-865-6ISBN 1-84442-865-6.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Beoir – Independent site supporting craft beer in Ireland
- The Best Craft Beers in Ireland. A review of Craft beers in Ireland from 2011.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Annual Review 2010 ABFI (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 12 August 2012.
- ↑ Irish Beer Market Survey 2010 (PDF). ციტირების თარიღი: 12 August 2012.(Requires password and login)
- ↑ "The London magazine, 1752", page 332
- ↑ 4.0 4.1 "Ireland Industrial and Agricultural", 1902, page 455
- ↑ "Ireland Industrial and Agricultural", 1902, page 454
- ↑ "Ireland Industrial and Agricultural", 1902, page 457
- ↑ Guinness history. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2020-09-22.
- ↑ Irish Breweries. European Beer Guide.
- ↑ Heineken is top lager brand.