პორტერი (ლუდი)
პორტერი — მუქი ფერის ლუდის სახეობა. პორტერისა და სტუტის ისტორია და განვითარება ერთმანეთშია გადაჭდობილი. სახელი მე–18 საუკუნიდან გამოიყენება და მისი წარმოშობა ლონდონის ცნობილ ქუჩასა და მდინარის მებარგულებს (ინგ. porter) უკავშირდება. მას, ძირითადად, მუქი ალაოსაგან ხარშავენ. სახელი "სტაუტი" მაღალალკოჰოლური პორტერის ზედმეტსახელად ითვლება, მაგალითად როგორიცაა "ექსტრა პორტერი" ან "ორმაგი პორტერი. ტერმინი "სტაუტ პორტერი" მოგვიანებით შემოკლდა და გახდა "სტაუტი".
ისტორია
რედაქტირებაადრეული
1802 წელს, მწერალმა ჯონ ფელტემმა პორტერის ისტორიის ის ვერსია დაწერა, რომელიც ყველაზე ხშირად იყო ჭეშმარიტად მიჩნეული. თუმცა, ფეტლემის ისტორიის ძალიან მცირე ნაწილი ეთანხმება თანამედროვე ისტორიას. მისი ცნობები, ძირითადად, ეყრდნობა ობედია პოუნდეჯის წერილს (რომელიც ათეული წლების განმავლობაში ჩართული იყო ლონდონის ლუდის ხარშვის საქმეში) 1770-იანი წლებიდან. ფელტემმა ტექსტის არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა, განსაკუთრებით XVIII საუკუნის ლუდის ხარშვის ტერმინოლოგიაში. ფელტემი ამტკიცებდა, რომ XVIII საუკუნის ლონდონის ცნობილი სასმელი "სამი ძაფი" ელის მესამედი პინტისა და ორპენსიანისგან (ყველაზე ძლიერი ლუდი, რომელიც ორი პენსია და მეოთხედი ღირდა) მზადდებოდა. 1730 წელთან დაკავშირებით ფელტემმა თქვა რომ მხარშავმა, სახელად ჰარვუდმა დაამზადა ლუდი სახელად Entire, რომელიც იმეორებდა "სამი ძაფის" არომატს და რომელიც შემდეგში ცნობილი გახდა როგორც "პორტერი".
პორტერის შექმნის თარიღი ნამდვილად უკავშირდება 1721 წელს, მაგრამ არც ერთი მწერალი გარდა ფელტემისა არ ამბობს, რომ ეს "სამი ძაფის" ანალოგია იყო. პირიქით, იგი არის უფრო ძველი მუქი ლუდი, რომელსაც ლონდონში ამზადებდნენ. 1700 წლამდე, ლონდონის მხარშავები თავიანთ ლუდს დიდი ხნის განმავლობაში არ ინახავდნენ და მას ახლად მოხარშულს აბარებდნენ, ხოლო შენახვა უკვე ვაჭარზე იყო დამოკიდებული. პორტერი გახდა პირველი ლუდი, რომელსაც საწარმოში ინახავდნენ და აგზავნიდნენ გასაყიდად. ეს იყო პირველი ლუდი, რომლის დიდი მოცულობით დამზადება შესაძლებელი გახდა და ლონდონში, პორტერის ისეთმა მხარშავებმა როგორებიც იყვნენ უითბრედი, ტრუმენი, პარსონსი და თრეილი, ამ ტექნილოგიის საშუალებით დიდი ფინანსური მოგება მიიღეს.
ლონდონის ძველი პორტერი დღევანდელი სტანდარტებით ძლიერი ლუდი იყო. 1770იანი წლებისათვის მისი გრადუსი 1.071°-ს შეადგენდა. ნაპოლეონის ომების დროს ტრანსპორტის ხარჯები გაიზარდა და გრადუსი 1.055°-მდე დაეცა და XIX საუკუნემდე შენარჩუნდა. ლუდის მაღალმა ცნობადობამ ლუდის მხარშავებს მისი სიძლიერი სტილი მრავალფეროვანი გაეხადათ: სტაუტ პორტერი, რომლის გრადუსი 1.066 იყო, ორმაგი სტაუტ პორტერი 1.072°-ით, სამმაგი სტაუტ პორტერი 1.078°-ით და იმპერიული სტაუტ პორტერი 1.095°. თუმცა ბრიტანელი მხარშავები ყველა ამ სახეობას მაინც პორტერს ეძახდნენ.
ლონდონური პორტერის დიდმა მწარმოებლებმა მრავალი ახალი ტექნოლოგია დანერგეს, როგორიცაა თერმომეტრის გამოყენება (დაახლოებით 1760 წელს) და ჰიდრომეტრის (1770 წელს). პირველი პორტერები 100% ალაოსაგან მზადდებოდა. დღეს, მხარშავებმა შეძლეს და გაზომე ალაოს ზუსტი რაოდენობა, რომელსაც ისინი იყებდნენ და შენიშნეს, რომ მუქი ალაოს, რომელიც შედარებით იაფია ღიაზე, მხოლოდ 2/3 გამოიყენება ხარშვისთვის. ნაპოლეონის ომების დროს ალაოს ტრანსპორტირების ფასები გაიზარდა და მხარშავებმა მისი გამოყენება შეამცირეს. მათ გადაწყვიტეს გამოეყენებინათ მუქ ალაოსთან ერთად ღია ალაო და ფერის მიმცემი, რათა მიეღოთ სასურველი შეფერილობა. 1816 წელს, როდესაც კანონით მხოლოდ სვიისა და ალაოს გამოყენება დაუშვეს (ბრიტანული რაინჰაისგებოტი) ისინი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათი პრობლემა 1817 წელს ვილერის გამოგონებამ გადაწყვიტა, შავი ალაო. ახლა შესაძლებელი გახდა პორტერის მოსახარშად 95% ღია ალაო და 5% შავი ალაო გამოეყენათ, თუმცა ზოგი ლონდონელი მხარშავი არომატისთვის მუქ ალაოს მაინც იყენებდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პორტერის მოკლე ისტორია დაარქივებული 2010-09-26 საიტზე Wayback Machine. (რუსული)