ირლანდიის ლიტერატურის მუზეუმი

ირლანდიის ლიტერატურის მუზეუმი (ირლ. Músaem Litríochta na hÉireann) — ლიტერატურული მუზეუმი დუბლინში, ირლანდიაში. ის გაიხსნა 2019 წლის სექტემბერში.[2] მუზეუმი ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის პარტნიორობის შედეგად მუშაობს. ის მდებარეობს წმინდა სტეფან გრინში. მასში ინახება ჯეიმზ ჯოისთან დაკავშირებული მასალების მუდმივი კოლექცია, მათ შორის მისი წიგნის, ულისეს პირველი გამოცემა და სხვა მრავალი კოლექცია ირლანდიის ლიტერატურიდან. მუზეუმმა მრავალი ჯილდო მოიპოვა, შენობის დიზაინისა და არქიტექტურისთვის.

ლიტერატურის ირლანდიის მუზეუმი
53°20′12″ ჩ. გ. 6°15′36″ დ. გ. / 53.336750° ჩ. გ. 6.260222° დ. გ. / 53.336750; -6.260222
დაარსდა 2019 წელს
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდიის რესპუბლიკა
მდებარეობა დუბლინი
სტატუსი ლიტერატურის მუზეუმი
ვიზიტორები დაახლოებით 40,000[1]
დირექტორი საიმონ ო'კონორი
ოფიციალური საიტი http://moli.ie/
Map

ისტორია რედაქტირება

ნიუმენ ჰაუსში ლიტერატურული ცენტრის დაარსების იდეა გაჩნდა ბეულის კაფეში, ეიმონ კენეტის, დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის ფინანსებისა და ვიცე-პრეზიდენტის და ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელთან გამართული საუბრის დროს. ბიბლიოთეკას აღარ ჰქონდა ჯეიმზ ჯოისის მთავარი მასალები და თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო რომ გახსნილიყო "ულისეს სახლი", სადაც მის წიგნებსა და სხვა რესურსებს გამოფენდნენ. თავად ჯოისი სწავლობდა ნიუმანის სახლში და ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მარტინ ნაუტონისა და მისი მეუღლის საქველმოქმედო ფონდმა ამ იდეისთვის შემოწირულობა გაიღო, ხოლო Failte Ireland-თან დისკუსიის შემდეგ, რომელმაც 2.5 მილიონი ევრო შემოიღო, იდეა გაფართოვდა, დაწესებულებას ჯოისის წიგნებთან ერთად სხვა ირლანდიული ლიტერატურის ნამუშევრებიც უნდა გამოეფინა. მარტინ ნაუტონმა კიდევ დამატებითი ფულადი სახსრები გამოყო დაწესებულების შესაქმნელად.[3]

ხელმძღვანელობდა UCD-ის ანგლო-ირლანდიური ლიტერატურის პროფესორი მარგარეტ კელჰერი. მუზეუმის არქიტექტურული პროექტი დაიწყო 2012 წელს ხოლო დიზაინზე მუშაობდნენ 2014 წლიდან. დიზაინი შემუშავებულია Ralph Appelbaum Associates-ის მიერ, ხოლო არქიტექტურული ნამუშევარი Scott Tallon Walker-ის მიერ. ძირითადი ყურადღება გამახვილდა აუდიტორულ მასალაზე და ვიზიტორებთან ურთიერთობის პოტენციალზე.

მშენებლობის პროექტის ბიუჯეტი იყო 6 მილიონ ევროზე მეტი. სამუშაოს ძირითადი ნაწილი იყო მუზეუმის დონის ცენტრალური კიბეების განახლება, ლიფტი და თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების შექმნა. პროექტის საერთო ღირებულება 11 მილიონ ევროს აღემატება.

მუზეუმის პირველი დირექტორი არის სიმონ ო'კონორი, რომელიც ადრე მუშაობდა დუბლინის პატარა მუზეუმის დამფუძნებელ გუნდში.

მუზეუმის გახსნა დაგეგმილი იყო გახსნა 2019 წლის გაზაფხულზე,[4] 2019 წლის 20 სექტემბერს დაიწყო გახსნის ცერემონიალი, რომელსაც ესწრებოდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და UCD-ს პრეზიდენტი.[5] მუზეუმი ღიაა 10:30 საათიდან საღამოს 6-მდე, ხუთშაბათობით გვიან ღამემდე მასპინძლობს ვიზიტორებს.[6][7] მუზეუმში შესვლა ფასიანია.[6]

განათლება რედაქტირება

მუზეუმი თავიდანვე დაგეგმილი იყო, სპეციალიზებული კვლევითი ბიბლიოთეკისთვის, ასევე მოზარდებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი პროგრამებისთვის.

მმართველობა რედაქტირება

მუზეუმის შენობა ეკუთვნის UCD-ს და მუშაობს უნივერსიტეტისა და ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკის თანამშრომლობით.[8] მას ახორციელებს UCD კომპანია, ნიუმენ ჰაუზი, ლიტერატურული ცენტრი, CLG, რომელსაც ჰყავს 7-მდე წევრიანი საბჭო,

აღიარება რედაქტირება

დიზაინმა მიიღო საპატიო ჯილდო ჟურნალ Creative Review-გან მუზეუმმა მოიპოვა ინდუსტრიული დიზაინერების საზოგადოების ოქროს ჯილდო, 2020 წელს.[9] მან 2020 წელს ასევე მოიპოვა MUSE დიზაინის ჯილდო ინტერიერის დიზაინისთვის,[10] და კარგი დიზაინის (გარემო) ჯილდო არქიტექტურის, ხელოვნების, დიზაინისა და ურბანული კვლევების ევროპული ცენტრისგან.[11]

მედია რედაქტირება

მუზეუმის დიზაინი, მშენებლობა და გახსნა წარმოდგენილი იყო დოკუმენტურ ფილმში, Making a Museum: The Story of MoLI, ლუკ მაკმანუსის მიერ, რომელიც 2020 წელს გადიოდა RTÉ ტელევიზიით.[12]

მუზეუმს გახსნამდე ჰქონდა ციფრული რადიოსადგური, RadioMoLI[13] .[14] COVID-19– ის პანდემიის დახურვის შემდეგ მუზეუმის ხელახალი გახსნისთვის, შეიქმნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი,რომელიც ეხება მუზეუმის ბაღს. ბაღი ანგლო-ირლანდიელი მწერლის, წიგნის „დროისა და ღმერთების“ წაკითხვისთვის შეიქმნა.[15]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Literature ventures making their presence felt beyond words. ციტირების თარიღი: 17 May 2021
  2. Hello MOLI - inside the new Museum Of Irish Literature.
  3. MoLI makes weekened radio debut. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მაისი 2021. ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი 2021.
  4. Museum of Literature Ireland (MoLI) to open Spring 2019. University College Dublin."Museum of Literature Ireland (MoLI) to open Spring 2019".
  5. Dinarque, Anais (13 April 2020). „Irish Literature: A New Immersive Museum in Dublin“. Le Journal International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2021. ციტირების თარიღი: 15 May 2021.Dinarque, Anais (13 April 2020).
  6. 6.0 6.1 A James Joyce–Inspired Literary Museum Just Opened in Dublin. Afar Magazine.
  7. Where's MoLI (Opening times). Museum of Literature Ireland (MoLI).
  8. First look inside the new Museum of Literature Ireland. The Irish Times (14 September 2019). ციტატა: „Exploring MoLI (say it out loud, and think of Molly Bloom is the idea)“"First look inside the new Museum of Literature Ireland".
  9. MoLi wins gold IDSA 2020 award. Coda to Coda (15 October 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მაისი 2021. ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი 2021.
  10. Winner: Museum of Literature Ireland (MoLI). MUSE Awards.
  11. Good Design Awards - Museum of Literature Ireland (MoLI). The European Centre for Architecture, Art, Design and Urban Studies.
  12. Making A Museum: The Story of MoLI (16 June 2020). ციტირების თარიღი: 15 May 2021
  13. Eithne, Shortall (3 February 2019). „MoLI set to bloom as Dublin literary museum's radio station goes live“. The Sunday Times. ციტირების თარიღი: 16 May 2021.
  14. Reynolds, Heather (22 April 2019). „Museum of Literature Ireland: A 21st century museum for 21st century Ireland“. University Observer. ციტირების თარიღი: 19 May 2021.Reynolds, Heather (22 April 2019).
  15. In a Garden Meet Again. Museum of Literature Ireland. ციტირების თარიღი: 16 May 2021