ირინე ებრალიძე
ირინე ებრალიძე (დ. 19 მარტი, 1962) — ქართველი მეცნიერი, მომღერალი და მუსიკოსი. 2015 წლიდან — ასოცირებული პროფესორი.
ირინე ებრალიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
19 მარტი, 1962 ბაქო, აზერბაიჯანი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო აზერბაიჯანი |
ალმა-მატერი |
თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია |
საქმიანობა | მომღერალი, მუსიკოსი, მეცნიერი |
მშობლები | მამა: იოსებ (სოსო) ებრალიძე |
1980 წელს დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის თეორიული განყოფილება, 1986 წელს კი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (მუსიკის ისტორია).
1993-1994 წლებში იყო რადიოსადგურ „რადიო 105-ის“ მუსიკალური წამყვანი; 1997-1999 წლებში ქართულ-ამერიკული კომპანია „რადიო საქართველოს“ და „ფორტუნას“ მუსიკალური რედაქტორი და წამყვანი; 1999-2001 წლებში მუშაობდა იმავე კომპანიების პროგრამების მენეჯერად; 1986-2006 წლებში იყო თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის ჯაზისა და საესტრადო ხელოვნების განყოფილების პედაგოგი; 2006-2009 წლებში თბილისის მუსიკალური კოლეჯის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში; 2009 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკალური ცენტრის ლექტორი, თანამედროვე პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობების მიმართულების ხელმძღვანელი;
2015 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართული ფოლკლორი და ეთნოჯაზი“ (საკომპოზიტორო-საშემსრულებლო პორტფოლიო წერითი კომენტარით).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 158