ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რადიო 105 იგივე მამაჩემის რადიო — რადიოსადგური საქართველოში FM 105.0 MHZ სიხშირეზე. რადიო 105 1992 წელს ახალგაზრდულმა გამომცემლობამ MRM და კომპანიამ CBC დააფუძნეს CBC&MRM, 105 პირველად პირდაპირ ეთერში 1994 წლის აგვისტოში საცდელი გადაცემებით გავიდა. 1994 წლის 25 სექტემბერს კი ოფიციალურად გავიდა ეთერში. თავიდან რადიოსადგური დღეში 8 საათს მაუწყებლობდა, რადიოს მუსიკალური ფორმატი ძირითადად თინეიჯერებზე იყო გათვლილი, 105-ის პირდაპირ ეთერში ძირითადად 80 / 90 წლების და თანამედროვე მუსიკა გადიოდა, მუსიკის გარდა რადიოსადგურის ეთერში სახუმარო იუმორისტული არტები და გადაცემები გადიოდა,1994-2001 წლებში 105-ის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო შალვა რამიშვილი.

1992-2001 წლებში რადიოს დამფუძნებლები იყვნენ: ზურაბ მაჭარაძე, მალხაზ რამიშვილი, ზურაბ მირგატია და კომპანია CBC გიორგი ზანგურაშვილი, ლევან ეფრემიძე და აკაკი ეფრემიძე. 2002 წლიდან 105-ის დამფუძნებელია ზურაბ მაჭარაძე.

2010 წელს 105-მა ფორმატი და სახელწოდება შეიცვალა და გადაკეთდა ობიექტივად. ამჟამად მედიაკავშირ ობიექტივის ეთერში პოლიტიკური ინფორმაციები გადაიცემა.

წამყვანები

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რადიო_105“-დან