ირინა იაროვაია
ირინა იაროვაია (რუს. Ирина Анатольевна Яровая; დ. 17 ოქტომბერი, 1966, მაკეევკა, დონეცკის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი, სახელმწიფო დუმის მეხუთე და მეექვსე მოწვევის დეპუტატი, 2008 წლიდან პარტია „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს წევრი, სახელმწიფო დუმის კორუფციასთან ბრძოლის და უსაფრთხოების კომიტეტის მდივანი 2011 წლის დეკემბრიდან.
ირინა იაროვაია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 ოქტომბერი, 1966 |
დაბადების ადგილი | მაკეევკა, დონეცკის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | რუსეთი |
განათლება | Q4525183?, Far Eastern State University და Russian Academy of State Service |
ეროვნება | რუსი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | ერთიანი რუსეთი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ჯილდოები | საპატიო ორდენი, რუსეთის ფედერაციის დამსახურებული იურისტი და Q4311786? |
яровая.рф | |
ცნობილია როგორც სხვადასხვა რეზონანსული კანონპროექტის ავტორი ან თანაავტორი. მათ შორის არის: მიტინგთა ჩატარების წესების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის გამკაცრება, მიგრაციული კანონების გამკაცრება, ცილისწამებაზე პასუხისმგებლობის დაბრუნება და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან „უცხოელი აგენტების“ სტატუსის აუცილებელი მინიჭება და ახლახან მიღებული „იაროვაიას პაკეტი“, რომელიც მობილურ და ინტერნეტ პროვაიდერებს ავალდებულებს მომხმარებლების პირადი მონეცემები ნახევარი წლის განმავლობაში შეინახოს და საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლებას გადასცეს.[1]
1997-2007 წლებში იყო პარტია „ვაშლის“ (რუს. Яблоко) წევრი, რომლიდანაც აირჩიეს კამჩატკის ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოში. ასევე იკავებდა კამჩატკის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელის პოსტს. იყო პარტიის ცენტრალური ბიუროს წევრი და მდივნის მოადგილე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ირინა იაროვაიას ბიოგრაფია „ერთიანი რუსეთის“ საიტზე დაარქივებული 2016-08-01 საიტზე Wayback Machine. (რუსული)