ირენ პაპასი
ირენ პაპასი (ბერძ
ირენ პაპასი (ბერძ. Ειρήνη Παππά; ირინი პაპა; დ. 3 სექტემბერი, 1926 — გ. 14 სექტემბერი, 2022) — ბერძენი მსახიობი და მომღერალი; ორმოცდაათწლიანი კარიერის განმავლობაში გადაღებულია სამოცდაათამდე კინოფილმში.
ირენ პაპასი | |
---|---|
დაბადების სახელი | ირენ პაპასი |
დაბადების თარიღი |
3 სექტემბერი, 1926 კორინთო, საბერძნეთი |
გარდაცვალების თარიღი |
14 სექტემბერი, 2022 (96 წლის) კორინთი, საბერძნეთი |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი |
აქტიური | 1948–2003 |
დაიბადა როგორც ირინი ლელეკუ (Ειρήνη Λελέκου) ჩილიომოდიში, კორინთთან ახლოს (საბერძნეთი). საბერძნეთში უკვე საყოველთაოდ პოპულარული იყო, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა განთქმული ფილმებით „ნავარონის კუნძულის ტყვიამფქვრევები“ და „ბერძენი ზორბა“, ასევე კრიტიკოსთა მიერ ნაქებ კინოფილმებში „Z“ და „ელექტრა“. მისი ერთ-ერთი ბოლო გამოჩენა კინოფილმში იყო „კაპიტანი კორელის მანდოლინო". მოგვიანებით მოღვაწეობდა პორტუგალიაში.
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- Songs Of Theodorakis (1968)
- სინგლები
- „Per Te“ (1969)
- თანამშრომლობა
- Odes (ვანგელისთან, 1979)
- მონაწილეობა
- Aphrodite's Child - 666 (1972)
- გრეგორი მარკოპულოსი - "Οι Ελεύθεροι Πολιορκημένοι" Του Διονυσίου Σολωμού (1977)
- ვანგელისი - Rapsodies (1986)