ირანული შავტუხა,[1] ირანული ხავერდულა[2] (ლათ. Erebia iranica) — დღის პეპელა, კავკასიის ფართო ენდემი. გავრცელებულია კავკასიონზე, სამხრეთ კავკასიაში, მცირე აზიასა და ირანში.[2]

ირანული შავტუხა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ნიმფალიდისებრნი
გვარი:  შავტუხა
სახეობა:  ირანული ხავერდულა
ლათინური სახელი
Erebia iranica (Grum-Grshimailo, 1895)

საშუალო ზომის მოშავო-ყავისფერი პეპელაა, რომლის ზედაპირი ხავერდისებურია. ზედა ფრთების გარეთა ზედა კუთხეში ორი თეთრარშიიანი თვალუკი შეიმჩნევა; დანარჩენი გამყოლი თვალუკები კი თანდათან რედუცირდება და ქრება. ასეთივე თვალუკები ემჩნევა ქვედა ფრთების გარეთა კიდეზეც.[2]

ირანული ხავერდულას ადრინდელი ქვესახეობა E. i. sheljuzhkoi (Warren, 1935), რომელიც დიდ კავკასიონზეა გავრცელებული,[2] 2019 წლიდან ცალკე სახეობადაა გამოყოფილი (არ დადგინდა რაიმე მჭიდრო ნათესაური კავშირი და ახლო გარეგნული მსგავსება სხვა ქვესახეობებთან) და Erebia sheljuzhkoi ეწოდება.[3] ქვესახეობა E. i. dromulus (Staudinger, 1901), რომელიც ძირითადად მცირე კავკასიონზე, სამხრეთ საქართველოსა და სომხეთის მთიანეთში გვხვდება, ფრენს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე 1900–2000 მეტრიდან 3500 მეტრამდე.[2] ქვესახეობა E. i. iranica გვხვდება ჩრდილოეთ ირანში, E. i. transcaucasica — მცირე კავკასიონზე, E. i. graucasica — კავკასიონზე.[3]

მცირერიცხოვანია. ძირითადი მალიმიტირებელი ფაქტორი გადაჭარბებული ძოვებაა. რელიქტია.[2] შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.[4]

  1. ტექნიკური რეგლამენტი – ქობულეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა (doc  ). rsis.ramsar.org. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერიი, 2021.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 დიდმანიძე ე., ირანული ხავერდულა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 351–352.
  3. 3.0 3.1 Lukhtanov, Vladimir; Sourakov, Andrei; Tikhonov, Valentin; Zakharov, Evgeny (31 დეკემბერი, 2019). „Taxonomic Rearrangement of the Erebia tyndarus Species Group (Lepidoptera, Nymphalidae, Satyrinae) Based on an Analysis of COI Barcodes, Morphology, and Geographic Distribution“. Folia Biologica. 67 (4): 149–157. doi:10.3409/fb_67-4.15. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2021