ირაკლი შერაზადიშვილი

ირაკლი შერაზადიშვილი (დ. 31 დეკემბერი, 1909, ონი — გ. 15 ივლისი, 1980) — ქართველი თეატრის მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961).

ირაკლი შერაზადიშვილი
დაბადების თარიღი 31 დეკემბერი, 1909
ონი
გარდაცვალების თარიღი 15 ივლისი, 1980 (70 წლის)
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1961)

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1902 წლის 31 დეკემბერს ონში. 1933 წელს დაამთავრა რუსთაველის სახალხო თეატრთან არსებული სტუდია.

1938 წლიდან მუშაობდა სოხუმის, გორის, თელავის და ველისციხის თეატრებში. 1949 წლიდან გარდაცვალებამდე კი ცხინვალის ქართული თეატრის წამყვანი მსახიობი და რეჟისორი იყო. მან სცენაზე 250-ზე მეტი სახე შექმნა. მათ შორის: გოჩა (ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“), ბახა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), ლევან ჩადუნელი (მოსაშვილის „სადგურის უფროსი“), კომბლე (ნახუცრიშვილის „კომბლე“), ჟამთაბერი (ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“), ლევანი (ერისთვის „სამშობლო“), თინიბეგი (მრევლიშვილის „ზვავი“), ოთარ-ბეგი და ანანია (სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“) და სხვა. როგორც რეჟისორმა, 40-მდე პიესა დადგა: ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“, ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“, შატბერაშვილის „ფიქრის გორა“, ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“ და სხვა.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება