ირაკლი გუჯაბიძე
ირაკლი კირილეს ძე გუჯაბიძე (დ. 14 ივნისი, 1953, ბათუმი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი მიწისქვეშა ნაგებობებისა და შახტების მშენებლობის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1994).
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი (1975). მუშაობდა იქვე, სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავებისა და მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის კათედრაზე (2000 წლიდან კათედრის გამგე). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო კვლევებისა და დაპროექტების ცენტრისა და საქართველოს სამთო-გეოლოგიური ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2007 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი.
გუჯაბიძის ხელმძღვანელობით შესრულდა საქართველოში კლდეში ნაკვეთი ძეგლების (დავითგარეჯა, ვარძია, უფლისციხე) რესტავრაციისა და რეაბილიტაციის პროექტები, შემუშავდა სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების პროექტები, ქალაქის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობათა გაანგარიშებისა და მათი დაცვის მეთოდები და საშუალებები, შეიქმნა თბილისის მიწისქვეშა სივრცეების ათვისების კონცეფცია.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Вопросы механики подземных сооружений неглубокого заложения, Тб., 1991.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 236.