იპოლიტე ბახტაძე
იპოლიტე ლუკას ძე ბახტაძე (დ. 1893, ხონი, — გ. 25 ივნისი, 1937) — ქართველი ბოლშევიკი, საბჭოთა მოხელე.
1914 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკური) პარტიის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ბოლშევიკების მიერ მოწყობილ ამბოხებებში ლეჩხუმის და სენაკის მაზრებში 1918-1919 წლებში, რის გამოც დააპატიმრეს. 1920 წელს რუსეთ-საქართველოს მოსკოვის საზავო ხელშეკრულების საფუძველზე გაათავისუფლეს. იყო გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციის წევრი, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ — ბათუმის რევოლუციური კომიტეტის წევრი, საქართველოს სსრ წითელგვარდიელთა და წითელპარტიზანელთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე. 1937 წლის იანვარში დააპატიმრეს „კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით და მოგვიანებით დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს.