იპაკარაის ტბა
იპაკარაის ტბა (ესპ. Ypacaraí Lake) — პარაგვაის უმთავრესი ტბა. მდებარეობს ცენტრალურ დეპარტამენტში, ქვეყნის დედაქალაქ ასუნსიონიდან 25 კმ-ით აღმოსავლეთით. ტბა ჩაგუბებულია მეზოზოური ხანის ტექტონიკურ დეპრესიაში. მისგან გაედინება მდინარე სალადო, რომელიც შემდეგ თავის მხრივ მდინარე პარაგვაის ერწყმის. ტბის გარშემო გაშენებულია სამი ქალაქი: არეგუა, იპაკარაი და სან-ბერნარდინო.
იპაკარაის ტბა | |
---|---|
Lago Ypacaraí | |
კოორდინატები: 25°18′ ს. გ. 57°21′ დ. გ. / 25.300° ს. გ. 57.350° დ. გ. | |
მდებარეობა | პარაგვაი |
სიგრძე | 24 კმ |
სიგანე | 6 კმ |
ფართობი | 90 კმ² |
საშუალო სიღრმე | 3 მ |
ჩამდინარე მდინარეები | სალადო |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ტბის ფართობი დაახლოებით 90 კმ²-ია, სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით 24 კმ-ია, სიგანე კი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 6 კმ. წყლის საშუალო სიღრმე 6 მეტრია.
გალერეა
რედაქტირება-
არეგუის პლაჟი
-
კანდელარიის ეკლესია არეგუაში
-
ხედი სან-ბერნარდინოდან