იოჰან ვილემ ფრისო (ორანის პრინცი)
იოჰან ვილემ ფრისო ვან ორან-ნასაუ (ნიდერლ. Johan Willem Friso van Oranje-Nassau; დ. 14 აგვისტო, 1687, დესაუ, გერმანია — გ. 14 ივლისი, 1711, დორდრეხტი, ნიდერლანდები) — ორან-ნასაუსა და ნასაუ-დიეცის პრინცი, ფრიზიისა და გრონინგენის შტატჰალტერი 1702-1711 წლებში.
იოჰან ვილემ ფრისო | |
---|---|
ორან-ნასაუს პრინცი | |
მმართ. დასაწყისი: | 19 მარტი, 1702 |
მმართ. დასასრული: | 14 ივლისი, 1711 |
წინამორბედი: | ვილემ III |
მემკვიდრე: | ვილემ IV |
სხვა წოდებები: |
ნასაუ-დიეცის პრინცი ფრიზიისა და გრონინგენის შტატჰალტერი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 აგვისტო, 1687 |
დაბ. ადგილი: | დესაუ, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 14 ივლისი, 1711, (23 წლის) |
გარდ. ადგილი: | დორდრეხტი, ნიდერლანდები |
მეუღლე: | მარია ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი |
შვილები: |
ამალია, ბადენ-დურლახის პრინცესა ვილემ IV, ორან-ნასაუს პრინცი |
დინასტია: | ორან-ნასაუ |
მამა: | ჰაინრიხ კაზიმირ II, ნასაუ-დიეცის პრინცი |
დედა: | ჰენრიეტა ამალია ფონ ანჰალტ-დესაუ |
რელიგია: | კალვინიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიოჰან ვილემ ფრისო დაიბადა 1687 წლის 14 აგვისტოს დესაუში, ანჰალტის სამთავროში. იგი იყო ორან-დიეცის მთავარ ჰაინრიხ კაზიმირ II-ისა და მისი ცოლის, ჰენრიეტა ამალია ფონ ანჰალტ-დესაუს უფროსი ვაჟი.
1702 წელს, ორანის პრინც ვილემ III-ის გარდაცვალებით ვილემ ორანელის ლეგიტიმური მემკვიდრული ხაზი შეწყდა. ამგვარ ვითარებაში ორანის პრინცად იოჰან ვილემ ფრისო გამოცხადდა, ვინაიდან დედამისის დედა, ჰენრიეტა კათარინა ნასაუელი იყო ორანის პრინც ფრედერიკ ჰენდრიკის უფროსი ქალიშვილი და მაშასადამე მემკვიდრეც. ამრიგად, იოჰან ვილემ ფრისო ნიდერლანდების მმართველი გახდა, რაშიც მოიაზრებოდა ორან-ნასაუსა და ნასაუ-დიეცის პრინცობა, ფრიზიის, გრონინგენის, ჰოლანდიის, გელდერნის, ოვერიხლესის, ზელანდიისა და გელდერნის შტატჰალტერობა.
იოჰან ვილემ ფრისოს ტახტში ეცილებოდა ბებიამისის დისწული, პრუსიის მეფე ფრიდრიხ I, რომელსაც რეალურად ასევე ჰქონდა ტახტზე უფლებები, თუმცა ნიდერლანდელები ფრისოს უჭედნენ მხარს. გარდა ამისა, ფრისოს მხარეს იყო ვილემ III-ის ანდერძიც, რომლითაც ტახტი მას რჩებოდა.
1707 წელს იოჰან ვილემ ფრისო ჰერცოგი მალბოროს მოწოდებით ნიდერლანდების სახელით ჩაება ესპანური მემკვიდრეობისათვის ატეხილ ომში. მან სამ ბრძოლაში დაამარცხა ესპანელები, რის გამოც ნიდერლანდების საზღვრებში შევიდა რამდენიმე ფლანდრიული ქალაქი. 1711 წელს, ფრისო ჰააგაში შეხვდა პრუსიის მეფეს, სადაც საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო სადავო მემკვიდრეობის საკითხი, თუმცა მოულოდნელად, ამავე წლის 14 ივლისს 23 წლის იოჰან ვილემ ფრისო გარდაიცვალა. ამის გამო ტახტი მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა, ვილემ IV-მ დაიკავა.
შვილები
რედაქტირება1709 წლის 26 აპრილს იოჰან ვილემ ფრისომ ცოლად შეირთო მარია ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი, ჰესენ-კასელის ლანდგრაფ კარლ I-ისა და მისი ცოლის, მარია ამალია კურლანდიელის ქალიშვილი, რომელთანაც სულ ორი შვილი შეეძინა:
ლიტერატურა
რედაქტირება- John William Friso. (2014). Encyclopædia Britannica
- State, P. F. (2008). A Brief History of the Netherlands. New York: Facts On File.
- Pieter Lodewijk Muller (1881), "Johann Wilhelm Friso", Allgemeine Deutsche Biographie (ADB) (in German), 14, Leipzig: Duncker & Humblot, pp. 275–276