იოჰან გეორგ I (ანჰალტ-დესაუს მთავარი)

იოჰან გეორგ I ფონ ანჰალტ-დესაუ (გერმ. Johann Georg I. von Anhalt-Dessau) — ანჰალტ-დესაუს მთავარი ასკანიების დინასტიიდან.

იოჰან გეორგ I ფონ ანჰალტ-დესაუ
Johann Georg I. von Anhalt-Dessau
ანჰალტ-დესაუს მთავარი
წინამორბედი: იოახიმ ერნსტ ფონ ანჰალტი
მემკვიდრე: იოჰან კაზიმირ ანჰალტ-დესაუ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 მაისი 1567
დაბ. ადგილი: ჰარცჰეროდი
გარდ. თარიღი: 24 მაისი 1618
გარდ. ადგილი: დესაუ
მეუღლე: დოროთეა მანსფელდი
დოროთეა პფალც-ზიმერნი
შვილები: სოფია ელიზაბეთი
აგნესა მაგდალინა
ანა მარია
იოახიმ ერნსტი
იოჰან კაზიმირი
ანა ელიზაბეთი
ელეონორა დოროთეა
სიბილა კრისტინა
გეორგ არიბერტი
კუნიგუნდა იულიანა
სუზანა მარგარიტა
იოჰანა დოროთეა
ევა კატარინა
დინასტია: ასკანიები
მამა: იოახიმ ერნსტ ფონ ანჰალტი
დედა: აგნესა ბარბი

ბიოგრაფია

რედაქტირება

იოჰან გეორგი იყო მთავარ იოახიმ ერნსტ ფონ ანჰალტისა და მისი პირველი ცოლის, აგნესა ბარბის შვილი.

1588 წლის 22 თებერვალს მთავარი იოჰან გეორგი დაქორწინდა დოროთეა მანსფელდზე, რომელიც გარდაიცვალა ქორწინებიდან ხუთი წლის თავზე. 1595 წლის 31 აგვისტოს მთავარი იოჰან გეორგი მეორე ჯერზე დაქორწინდა დოროთეა პფალც-ზიმერნზე. ამ ქორწინების შედეგად დაიბადნენ იოჰან კაზიმირ ანჰალტ-დესაუ და კუნიგუნდა იულიანა ანჰალტ-დესაუ.

1606 წლამდე იოჰან გეორგ I სამთავროს მართავდა თავისი უმცროსი ძმების სახელით. იმავე წელს მიღებული მიწის გაყოფის ხელშეკრულების თანახმად, მან მიიღო მიწის ნაწილი და სასენიორო დესაუდან. მთავარმა განაგრძო რეფორმის გატარება სახელით _ „შენარჩუნებული ტრადიციებისა და ცერემონიების უარყოფა“.

მთავარი განათლებულ ადამიანად ითვლებოდა, დაუფლებული იყო მეცნიერების სხვადასხვა სფეროს, განსაკუთრებით ასტროლოგიასა და ალქიმიას. მისი ბიბლიოთეკა 3 ათასზე მეტ წიგნს ითვლიდა.

ორი ქორწინებიდან იოჰან გეორგს ათი ქალიშვილი და ექვსი ვაჟი ჰყავდა.

დოროთეა მანსფელდ-არშტაინთან ქორწინებიდან მას შეეძინა:

დოროთეა პფალც-ზიმერთან ქორწინებიდან ჰყავდა:

გამოყენებული ლიტერატურა

რედაქტირება
  • Johann C. Beckmann: Historie des Fürstenthums Anhalt. Anhaltische Landesbücherei, Dessau 1995 (Nachdruck der Ausgabe Zerbst 1710)