ასკანიები
ასკანიები (გერმ. Askanier) — მთავრების საგვარეულო გერმანიაში. მათი სახელწოდება მომდინარეობს აშერსლებენში მათი სამფლობელოების ლათინიზებული ფორმიდან (ლათ. Ascharia). XI საუკუნიდან ისინი ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ საქსონიაში. საგვარეულოს პირველი ცნობილი წარმომადგენელი იყო XI საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრები გრაფი ადალბერტ ბალენშტედტელი. მისმა ვაჟმა, გრაფმა ეზიკო ფონ ბალენშტედტმა (გარდაიცვალა 1060 წლის შემდეგ), დედისგან, ლუჟიცის მარკის მარკგრაფის, უდო I-ის ქალიშვილ ჰიდასგან, მიიღო მნიშვნელოვანი სამფლობელოები მდინარე ელბასა და ზაალეს შორის. ეს სამფლობელოები საგვარეულოს მთავარი ძალაუფლება გახდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ასკანიები“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2018-08-21 საიტზე Wayback Machine.
- ასკანიების სამფლობელოების რუკა
- ვ. ვოდოვოზოვი. Андреевский кавалер – первый герцог Алексиус Фридрих Альбрехт фон Ангальт-Бернбург. Единое Отечество. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-18. ციტირების თარიღი: 2009-04-03.
- Familie der ASKANIER. Genealogie des Mittelalters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-18. ციტირების თარიღი: 2011-12-29.
- ანჰალტი. გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-18. ციტირების თარიღი: 2009-04-03.