იოახიმ ერნსტი (ანჰალტის მთავარი)
იოაჰიმ ერნსტ ფონ ანჰალტი (გერმ. Joachim Ernst von Anhalt) — ანჰალტ-ცერბსტის მთავარი 1561—1570 წლებში, 1570 წლიდან იყო ყველა ანჰალტური მიწის მმართველი ასკანიების სახლიდან. მთავარ იოჰან ფონ ანჰალტ-ცერბსტის შვილი.
იოახიმ ერნსტ ფონ ანჰალტი | |
ანჰალტ-კეთენის მთავარი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
უცნობია – 1562 | |
წინამორბედი | ვოლფგანგი |
მემკვიდრე | ლუდვიგ I |
ანჰალტ-ცერბსტის მთავარი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1561 – 1570 | |
წინამორბედი | კარლი |
მემკვიდრე | ანჰალტური მიწები გაერთიანდნენ |
ანჰალტ-დესაუს მთავარი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1561 – 1570 | |
წინამორბედი | გეორგ III (ანჰალტ-დესაუს მთავარი) |
მემკვიდრე | ანჰალტური მიწები გაერთიანდნენ |
ანჰალტის მთავარი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1570 – 1586 | |
წინამორბედი | ანჰალტური მიწები გაერთიანდნენ |
მემკვიდრე | ანჰალტური მიწები გაიყვეს მისმა შვილებმა: იოჰან გეორგ I (ანჰალტ-დესაუ), კრისტიან I (ანჰალტ-ბერნბურგი), ავგუსტი (ანჰალტ-პლოცკაუ), ლუდვიგი (ანჰალტ-კეთენი), რუდოლფი (ანჰალტ-ცერბსტი) |
დაბადებული | 21 ოქტომბერი, 1536 დესაუ |
გარდაცვლილი | 12 ივნისი, 1586 დესაუ |
მეუღლე | 1) აგნესა 2) ელეონორა |
შვილები | ქალიშვილები: ანა მარია, აგნესა, ელიზაბეთი, სიბილა, აგნესა ჰედვიგა, დოროთეა მარია, საბინა, ანა სოფია; ვაჟები: იოჰან გეორგი, კრისტიანი, ბერნარდი, ავგუსტი, რუდოლფი, იოჰან ერნსტი, ლუდვიგი, იოაჰიმ კრისტოფი |
მშობლების გარდაცვალების შემდეგ, 1570 წელს მან ყველა ანჰალტური მიწა გააერთიანა. იოახიმი თავისი დროს ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი იყო, მან შეცვალა რომაული სამართალი ადგილობრივით, 1582 წელს დააარსა Gymnasium academicum ქალაქ ცერბსტში, აამაღლა სამთო-მოპოვებითი სამუშაოების დონე, ააშენა ხიდი მდინარე ელბაზე; დედაქალაქი გადაიტანა ქალაქ დესაუში.
ის მონაწილეობას იღებდა XVI საუკუნის პროტესტანტული ღვთისმეტყველების პოლემიკაში.
საფრანგეთის მეფე ანრი III-სთან იოახიმს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ 1586 წელს ის შეუერთდა იმპერიის მთავრებს, რომელთაც ანრის პროტესტი გამოუცხადეს მისი პროტესტანებისთვის მიმართვის გამო.
ოჯახი
რედაქტირებაიოახიმ-ერნსტი ორჯერ იყო დაქორწინებული.
პირველად დაქორწინდა 1560 წლის 3 მარტს ქალაქ ბარბიში აგნესასთან (1540—1569), ვოლფგანგ I-ის, ბარბის გრაფის ქალიშვილთან. ამ ქორწინების შედეგად დაიბადნენ:
- ანა მარია ფონ ანჰალტი (1561—1605); ჰერნროდის მონასტრის აბატისა; 1577 წელს დაქორწინდა იოახიმ ფრიდრიხზე (1550—1602), ბრიგის ჰერცოგზე;
- აგნესა (1562—1564);
- ელიზაბეთ ფონ ანჰალტი (1563—1607); 1577 წელს დაქორწინდა იოჰან გეორგზე (1525—1598), ბრანდენბურგის კურფიურსტზე;
- სიბილა ფონ ანჰალტი (1564—1614); აბატისა; 1581 წელს დაქორწინდა ფრიდრიხ I-ზე, (1557—1608), ვიურტემბერგის ჰერცოგზე;
- იოჰან გეორგი (1567—1618), ანჰალტ-დესაუს მთავარი; 1588 წელს დაქორწინდა გრაფინია დოროთეა მანსფელდ-არნშტაინზე (1561—1594), 1595 წელს — დოროთეა ფონ პფალც-ზიმერნზე (1581—1631), ზიმერნის პფალცგრაფინიაზე;
- კრისტიან I (1568—1630), ანჰალტ-ბერნბურგის მთავარი; 1595 წელს დაქორწინდა გრაფინია ანა ფონ ბენტჰაიმ-ტეკლენბურგზე (1579—1624).
იოახიმ ერნსტი მეორეჯერ დაქორწინდა 1571 წლის 9 იანვარს შტუტგარტში ელეონორაზე (1552—1618), კრისტოფის, ვიურტემბერგის ჰერცოგის ქალიშვილზე. ამ ქორწინებიდან დაიბადნენ:
- ბერნარდ ფონ ანჰალტი (1571—1596), ზემო საქსონიის ოლქის პოლკოვნიკი, დაიღუპა ომში;
- აგნესა ჰედვიგა ფონ ანჰალტი (1573—1616), 1586 წელს დაქორწინდა ავგუსტზე (1526—1586), საქსონიის კურფიურსტზე, 1588 წელს — ჰანს II-ზე (1545—1622), შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგის ჰერცოგზე;
- დოროთეა მარია ფონ ანჰალტი (1574—1617), 1593 წელს დაქორწინდა იოჰან III-ზე (1570—1605), საქსენ-ვაიმარის ჰერცოგზე;
- ავგუსტი (1575—1653), ანჰალტ-პლოცკაუს მთავარი; 1618 წელს დაქორწინდა სიბილაზე (1590—1659), სოლმს-ლაუბახის გრაფინიაზე;
- რუდოლფი (1576—1621), ანჰალტ-ცერბსტის მთავარი; 1605 წელს დაქორწინდა დოროთეა ჰედვიგაზე (1587—1609), ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის პრინცესაზე, 1612 წელს — მაგდალენაზე (1585—1657), ოლდენბურგის გრაფინიაზე;
- იოჰან ერნსტი (1578—1601);
- ლუდვიგ I (1579—1650), ანჰალტ-კეთენის მთავარი; 1606 წელს დაქორწიდნა ამენა ამალიაზე (1586—1625), ბანტჰაიმ-ტეკლენბურგ-შტაინფურტის გრაფინიაზე, 1626 წელს — გრაფინია სოფია ლიპსზე (1599—1654);
- საბინა (1580—1599);
- იოახიმ კრისტოფი (1582—1583);
- ანა სოფია ფონ ანჰალტი (1584—1652), 1613 წელს დაქორწინდა კარლ გიუნტერზე (1576—1630), შვარცბურგ-რუდოლშტადტის გრაფზე.