ზემო საქსონიის ოლქი
ზემო საქსონიის ოლქი (გერმ. Obersächsischer Reichskreis) — საღვთო რომის იმპერიის ერთ-ერთი საიმპერიო ოლქი.
ზემო საქსონიის ოლქი შეიქმნა 1512 წელს და მოიცავდა შუა და ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიებს. ოლქის მართვის ორგანოებში სრულიად დომინირებდა საქსონიის კურფიურსტი.