იოჰანეს ბლასკოვიცი

იოჰანეს ბლასკოვიცი (გერმ. Johannes Albrecht Blaskowitz; დ. 10 ივლისი, 1883, პატერსვალდე — გ. 5 თებერვალი, 1948, ნიურნბერგი) — გერმანელი ოფიცერი. 1939 წლიდან გენერალ-პოლკოვნიკი.

იოჰანეს ბლასკოვიცი

ბიოგრაფია

რედაქტირება

იოჰანეს ბლასკოვიცი დაიბადა 1883 წლის 10 ივლისს პროტესტანტი პასტორის ოჯახში. მისი მამა ჰერმან ბლასკოვიცი სლოვენიიდან იყო. იოჰანეს ბლასკოვიცის სამხედრო კარიერა დაიწყო 1893 წელს. იგი 3 წელი სწავლობდა კიოსლინის კადეტთა სკოლაში. შემდეგი 4 წელი იგი დადიოდა ბერლინის კადეტთა სკოლაში. პირველ მსოფლიო ომში ბლასკოვიცი იყო ოფიცერი. იგი მონაწილეობას ღებულობდა კოველისა და რიგის ბრძოლებში. 1932 წელს მან მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. 1936 წელს მიიღო ინფანტერიის გენერლის ჩინი. მეორე მსოფლიო ომში ბლასკოვიცი მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში, სადაც იგი მეთაურობდა ვერმახტის მერვე არმიას. 9 სექტემბერს მან კონტრშეტევაზე გადაიყვანა მერვე არმია და მიაღწია სწრაფ გამარჯვებას. მიუხედავად ამისა ჰიტლერი მის მიმართ ანტიპათიას განიცდიდა და არ ენდობოდა, რადგან ბლასკოვიცი აპროტესტებდა პოლონელებისა და ებრაელების გენოციდს. პოლონეთის დაპყრობის შემდეგ მას მიანიჭეს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება. ომის დასრულების შემდეგ იგი გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ბლასკოვიცი 1948 წელს ნიურნბერგის ციხეში გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Christopher Clark: Johannes Blaskowitz – Der christliche General. In: Ronald Smelser, Enrico Syring (Hrsg.): Die Militärelite des Dritten Reiches. Ullstein, Berlin 1995, ISBN 3-550-07080-2, S. 28–49 (wichtigste Untersuchung zu Blaskowitz).
  • Peter Lieb: Konventioneller Krieg oder NS-Weltanschauungskrieg: Kriegführung und Partisanenbekämpfung in Frankreich. Oldenbourg, München 2008, ISBN 978-3-486-57992-5.
  • Friedrich-Christian Stahl: Generaloberst Johannes Blaskowitz. In: Gerd R. Ueberschär (Hrsg.): Hitlers militärische Elite. 68 Lebensläufe. Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 2011, ISBN 978-3-534-23980-1, S. 20–27.