იოსებ შატბერაშვილი
იოსებ შატბერაშვილი (დ. 10 იანვარი, 1954, ფასანაური, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი.
იოსებ შატბერაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 იანვარი, 1954 |
დაბადების ადგილი | ფასანაური, დუშეთის რაიონი. საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | საქართველოს ლეიბორისტული პარტია (2001-2013) |
საქმიანობა | პარტიის გენერალური მდივანი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1969–1972 წლებში მუშაობდა თბილისის № 45 აფთიაქში. 1973 წელს მუშაობდა დიღმის მექანიკური ქარხანაში. 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი. 1978–1988 წლებში მუშაობდა მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში. 1988–1994 წლებში მუშაობდა საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 1994–2002 წლებში იყო შ. პ. ს. „პანაცეას“ გენერალური დირექტორი. 2002–2005 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიის სიით. 2004-2012 წლებში — ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. ლეიბორისტული პარტია 2013 წელს დატოვა. 2013 წლის მაისში პარტია „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურ მდივნად დაინიშნა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იოსებ შატბერაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იოსებ შატბერაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)