იოსებ როინიშვილი
იოსებ ნიკოლოზის ძე როინიშვილი (დ. 7 დეკემბერი, 1874 — გ. მაისი 1933[1]) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, იურისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ ალექსანდრეს სახელობის სამხედრო სასწავლებელი. 1894 წელს გახდა პოდპორუჩიკი, ხოლო პორუჩიკი 1898 წელს. 1902 წელს გახდა შტაბს-კაპიტანი. 1905 წელს პირველი თანრიგით დაამთავრა ალექსანდრეს სამხედრო-იურიდიული აკადემია. 1905 წელს გახდა კაპიტანი. მსახურობდა კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლოში. 1908 წლიდან პეტერბურგის სამხედრო ოლქის სამხედრო გამომძიებელია. 1908 წელს გახდა პოდპოლკოვნიკი, 1909 წლიდან კი კავკასიის ოლქის სამხედრო სასამართლოს პროკურორის თანაშემწე. 1912 წელს წარჩინებისთვის მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. დაჯილდოებული იყო წმინდა ანას III და II, წმინდა სტანისლავის II, წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენებით.
1918 წლიდან საქართველოს სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარე. იმავე წელს გენერლის წოდება მიიღო. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია. 1921 წელს საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ადვოკატად მუშაობდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 334.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 39, ISBN 978-9941-0-7386-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზ. „კომუნისტი“ №114. – 20 მაისი, 1933.