იონა მირცხულავა
იონა მირცხულავა (დ. 2 თებერვალი, 1912 — გ. 2 ივნისი, 1983, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950).
ბიოგრაფია
რედაქტირება1935 წელს დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი ფიზიკის კათედრაზე ასისტენტად, აგრეთვე თბილისის სამედიცინო ინსტიტუში. 1938-1950 წლებში იყო ამ ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის გამგე. 1954 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მყარი სხეულის ფიზიკის კათედრის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეხება მყარი სხეულის ფიზიკასა და ნახევრად გამტარების ფიზიკას.
ნაშრომები
რედაქტირება- ნახევარგამტართა ფიზიკა, დამხმმარე სახელმძღვ. ფიზიკის ფაკულტეტიტის სტუდენტებისათვის, თბილისი, 1979
- ზოგადი ფიზიკის სახელმძღვანელო: მექანიკა და მოლეკულური ფიზიკა, თბილისი, 1960
- სტატისტიკური ფიზიკა და თერმოდინამიკა, თბილისი, 1957
- ზოგადი ფიზიკა: მოკლე სახელმძღვანელო, თბილისი, 1946
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 14.