იოვანეს და ეფთვიმეს ცხოვრება
იოვანეს და ეფთვიმეს ცხოვრება (იგივე იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება) — გიორგი მთაწმიდელის XI საუკუნეში შექმნილი ხელნაწერი, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება: პირველად ნაამბობია იოანესა და თორნიკეს მიერ ათონზე მონასტრის დაარსების ამბავი, მეორე ნაწილში აღწერილია ეფთვიმეს ბავშვობა, აღზრდა და ლიტერა ტურული თუ ადმინისტრაციული მოღვაწეობა, მესამეში კი მო თხრობილია ქართველთა მონასტრის ისტორია გიორგი მთაწმინდელის ათონზე მისვლამდე.[1]
იოვანეს და ეფთვიმეს ცხოვრება | |
---|---|
ავტორი | გიორგი მთაწმინდელი |
შექმნის თარიღი | XI საუკუნე |
კრებული | ათონის კრებული |
შექმნის ადგილი | ათონის ივერთა მონასტერი |
თარგმანები | ბერძნული და რუსული |
გიორგი რომ ათონზე მივიდა, ეფთვიმე უკვე ათი-თერთმეტი წლის გარდაცვლილი იყო; ასე რომ, ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან და პირადი ურთიერთობა არ ჰქონიათ. რაც შეეხება იოანეს, ის გიორგის დაბადებამდე გარდაიცვალა. ამრიგად, თავისთავად ცხადია, ამ გამოჩენილ მოღვაწეთა ცხოვრების აღწერისას გიორგი მთაწმიდელი საკუთარ უშუალო შთაბეჭდილებებს ვერ დაემყარებოდა; მაგრამ მას შეეძლო ესარგებლა და უხვად უსარგებლია კიდეც იოანესა და ეფთვიმეს მეგობრებისა და მოწაფეების ნაამბობით, მათი ავტოგრაფებით, სხვა წერილობითი და ნივთიერი საბუთებით.
გიორგი მთაწმინდელმა იოვანეს და ეფთვიმეს ცხოვრების აღწერის შესახებ თქვა:[2][3]
ხოლო დაღაცათუ ჩუენ შემდგომად მრავლისა ჟამისა ღმრთისა მიმართ მისვლისა მათისა ჴელ-ვყავთ მცირედთა ამათ სიტყუათა აღწერად, გარნა ურწმუნომცა ნუვინ არს, რამეთუ ჩუენ თავით თჳსით არარაჲ აღგჳწერია, არამედ რაჲ-იგი ვისწავეთ კაცთა სარწმუნოთაგან და სულიერთა მამათა, რომელთა-იგი ეხილვნეს და ემსახურა მათდა,რომელნი-იგი უცხო იყვნეს ყოვლითურთ ტყუვილისაგან და სავსე მადლითა ზეგარდამოჲთა.
წერილობით წყაროები
რედაქტირებაივანე ჯავახიშილმა და კორნელი კეკელიძემ წერილობითი წყაროების აღნუსხვა და გამოყოფა ტექსტის ფილოლოგიური ანალიზით შეძლეს.[4] გიორგი მთაწმიდელი ზოგჯერ პირდაპირ აღნიშნავს, ესა და ეს ცნობა „თუთ წმიდისა მამისა ეფთჯმეს კელთა ნუსხისაგან დაგვწერიაო“, „და ესეცა ყოველი მამათავე ჩუენთა დაწერილისაგან დაგპწერიაო“. ბუნებრივია, მას უხვად უსარგებლია იმ „მოსახსენებელით“, რომელიც ქართველ ბერებს ადრევე შეუდგენიათ ათონზე თავიანთი უფლებამოსილების დასაცავად. მას გამოუყენებია აგრეთვე ეფთვიმეს მიერ თარგმნილ თხზულებათა ნუსხა, რომელიც მამამისს იოანეს შეუდგენია და მათეს სახარების თარგმანზე დართულ ანდერძში ჩაურთავს. ივანე ჯავახიშვილი შემდეგ შეფასებას აძლევს მას:
გიორგი მთაწმიდელის თხზულება უაღრესი ნდობის ღირსია, მრავალმხრივად შინაარსიანია, ღრმა და მაღალი საზოგადოებრივი და ეროვნული აზრებით გამსჭვალულია, საუცხოო ქართულით და მომხიბლავი გულწრფელი კილოთი ნაწერი, იგი სამართლიანად ძველი ქართული საისტორიო მწერლობის საუკეთესო ძეგლად უნდა ჩაითვალოს.
ეს თხზულება ავტორს დაუწერია „ვიდრეღა იყო დეკანოზად“, ე. ი. 1042—1044 წლებში. თხზულების დასაწერად მას რამდენიმე საბაბი ჰქონდა: ჯერ ერთი, წმინდანთა ცხოვრების აღწერა თავისთავად საჭირო და სასარგებლო საქმედ ითვლებოდა, იოანესა და ეფთვიმეს „ცხოვრება“ და „ღირსი მოქალაქობა“ კი მანამდე როგორღაც აღუწერლად იყო დარჩენილი, მაგრამ, გარდა ამისა, როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, „ათონის მონასტრის დამაარსებელთა და განსაკუთრებით ეფთვიმის მწერლობითი მოღვაწეობის შესწავლა თვით გიორგი მთაწმიდელისათვის პირადად საჭირო იყო იმიტომ, რომ მას უნდა განეგრძო ეფთვიმის მიერ დაწყებული ქართული საეკლესიო მწერლობის შევსება, გამდიდრება და შესწორება. ხოლო ამისათვის მას, რა საკვირველია, უეჭველად უნდა სცოდნოდა, თუ რის გაკეთება მოასწრო ეფთვიმემ და რა დარჩა კიდევ განუხორციელებელი“. მნიშვნელოვანი იყო იმის საჭიროებაც, რომ ათონის სავანის და არსების ისტორია დაწვრილებით ყოფილიყო გაშუქებული და ამით ქართველების კანონიერი უფლება ამ მონასტერზე სათანადოდ დასაბუთებული. ყველა ეს ამოცანა გიორგი მთაწმიდელმა თავისი თხზულებით ერთბაშად განახორციელა.
ათონის კრებული
რედაქტირება„იოანეს და ეფთვიმეს ცხოვრება“ დაცულია რამდენიმე ხელნაწერში, რომელთაგან ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანია ცნობილი „ათონის კრებული“, გადაწერილი 1074 წელს, ე. ი. სულ მალე გიორგი მთაწმიდელის გარდაცვალებიდან[5]. გარდა ამ თხზულებისა, „ათონის კრებულში“ მოთავსებულია აგრეთვე „ილარიონ ქართველის ცხოვრება“, „იოანე მახარებლის ცხოვრება და ქადაგება“, ილარიონის, იოანეს და ეფთვიმეს საგალობლები. აქვეა წარმოდგენილი ათონის ივერიის მონასტერთან დაკავშირებულ პირთა მოსახსენებელი აღაპები. ძირითადი ცნობები ამ საკმაოდ ვრცელი კრებულის შედგე ნის თაობაზე მოცემულია გადამწერის ანდერძში, სადაც ვკითხულობთ:
შჩეწევნითა ყოვლად წმიდისა სამებისაითა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, ლოცვითა და მადლითა წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთიმე მთაწმიდელისაითა, მე, გლახაკ მან სულითა და უნდომან კორცითა, მიქელ დაღალისონელმან, სახითა ხოლო მონაზონმან, დავწერე ცხოვრება განმანათლე ბელისა ჩვენისა ეფთიმე ქართველისა ახლისა ოქროპირისაი; და მერმე, ვინაითგან იგი მისისა ხატისათს იწამა, ქადაგებანი და მიმოსლვანი დიდებულისა ღმრთისმეტყუელის და მახარებელისა იოანესნი, – მამასახლისობასა გიორგი ოლთისარისასა, დეკანოზობასა იაკობ მღდელისასა, განზრახვითა მისითა, თუნიერ სასყიდლისა და ყოვლისავე საფასოისა, აწ, წმიდანო ღმრთისანო, რომელნიცა აღმოიკითხვიდეთ, ნუმცა დავიწყებულ ვართ წმიდათა შინა ლოცვათა თქუენთა! ეტრატი იაკობ დეკანოზმან მოიღო. ფარჩხად წერისათს შემინდევით, რამეთუ მესამესა წელსა ბოსტანსა მას და დასასრულსა ჰასაკთასა შინა ვიქცეოდე. აწ თუ ესეცა გარდავლო და მიწად ვიქცე და ყოვლითურთ უკმარ ვიქმნა, ხოლო თქუენ ნამუშაკევი რაი იხილოთ, მუშაკი გეკსენედ, რაითა თქუენცა მოგიკსენნეს ქრისტემან სასუფეველსა მისსა. ამინ! ქრონიკონი იყო, ოდეს დაიწერა, ორას ოთხმეოცდა ათო თხმეტი. დაიწერა ამასვე წმიდასა ლავრასა წმიდისა ეფთუმის მიერ აღშენებულსა ბურღოსა შინა, სადა თვთ მას წმიდასა დაუყოფია. და ვინცა ვინ ესე წიგნად ამას წმიდასა ეკლესიასა რაითაცა მიზეზითა გამოაკუას, რომელსა შინა სწერია წმიდისა მამისა ჩუენისა ცხოვრებაი, და მერმე აღაპნი, და მერმე ქადაგებანი მოციქულისანი, იგიმცა ნუ არს კურთხეულ! და ვინცა ვინ რაითა (ცა არგოს და შეამოსიოს, კურთხეულ იყავნ იგი, ამინ!
1901 წელს ათონის კრებული მთლიანი სახით გამოსცა მოსე ჯანაშვილმა: „ათონის ივერიის მონასტრის 1074 წლის ხელნაწერი აღაპებით“ (საიუბილეო გამოცემა საეკლესიო მუზეუმისა). გამოცემულ ტექსტს წინ უძღვის პროფ. ალექსანდრე ხახანაშვილის გამოკვლევა ქართულად. აქვე დ მატების სახით წარმოდგენილია „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრების“ ტექსტიც საეკლესიო მუზეუმის ერთი ხელნაწერიდან (A 170), რომელიც გადაწერილია 1733 წელს თბილისში იოანე იეროდიაკვნის მიერ კათალიკოსი ბესარიონ ჯორბელიშვილის დაკვეთით (ამაზე გაცილებით ძველი და უკეთესია XII საუკუნის ხელნაწერი S 353, მაგრამ ამ დროისათვის ის ჯერ კიდევ არ იყო გამოვლენილი და შესწავლილი).
1964—1971 წლებში კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტმა ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით ოთხ წიგნად გამოსცა „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები“. „იოვანეს და ეფთვიმეს ცხოვრება“ შედის ამ გამოცემის მეორე წიგნში, რომელიც 1967 წელს დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ ვიღაც კოზმანს 1758 წელს ათონზე გადაუწერია ბერძნული თარგმანი „იოვანეს და ეფთვიმეს ცხოვრებისა“.
გამოცემები
რედაქტირება- დ. ჩუბინაშვილისა, ქართული ქრესტომათია, სანკტ. პეტერბურღი, 1846,გვ. 241-255.
- მ. საბინინისა, საქართველოს სამოთხე, სანკტ. პეტერბურღი, 1882, გვ. 401-432.
- მ. ჯანაშვილისა, ათონის ივერიის მონასტრის 1074წ. ხელნაწერი აღაპებით, ტფილისი, 1901.
- ივ. ჯავახიშვილისა, გიორგი მთაწმიდელის „ცხორებაჲ იოვანესი და ეფთჳმესი“და სვინაქსარული ცხოვრება, თბილისი, 1946.
- ილ. აბულაძისრედაქტორობით, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II, თბილისი, 1963, გვ.38-100.
- ს. ყუბანეიშვილისა, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, II, 1946, გვ. 177-189 (შემოკლ.).
- ე. გაბიძაშვილისა, ეფთვიმე მთაწმიდელის სვინაქსარული ცხოვრება, შრომები, II, თბილისი, 2010 გვ. 42-55
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგი მთაწმინდელი „იოვანეს და ეფთვიმეს ცხოვრება“ გამოსაცემად დაამზადა ივ. ჯავახიშვილმა. ძველი ქართული ენის ძეგლები, 3. 1946.
- ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი II (XI—XV სს.), ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, 1967.
- კ. კეკელიძე. ეტიუდები, 1, 1956; II, 1945; III, 1955; IV, 1957.
- მ. ბერძენიშვილი, იოანე-ვარაზვაჩესთვის. „ანალები“ (ი. ჯავა ხიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები), I, 1947.
- ნ. ბერძენიშვილი, „ათონის კრებულის“ რედაქცია: „საქართვე ლოს ისტორიის საკითხები“, IV, 1967.
- ვ. კოპალიანი, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970—1070 წლებში, 1969.
- ე. ცაგარეიშვილი, სომხური წყაროები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ X—XI საუკუნეებში: „მრავალთავი“, II, 1973.
- შ. ბადრიძე, ბარდა სკლეროსის აჯანყების ისტორიისათვის: „საისტორიო კრებული“, IV, 1974.
- ჯ. აფციაური, გიორგი მცირის „გიორგი მთაწმიდელის ცხორე ბა“, 1980.
- ი. ლოლაშვილი. როდის დაიწერა „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება“. „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, № 3, 1968.
- მ. დოლაქიძე, ილარიონ ქართველის ცხოვრების ძველი რედაქციები, 1974.
- მ. მაჩსანელი, ათონის ქართველთა ლავრის ერთ-ერთი ქტიტორის–გიორგის ვინაობისათვის: „მაცნე“, 4, 1977.
- რ. მიმინოშვილი, ექვთიმე ივერი–ბერძნული რომანის ავტორი: „მნათობი“, # 7, 8, 1979.
- P. Peeters, S. Hillarion XXXII, Bruxeles, 1913. d'Iberie. ,,Analecta Bollandiana",
- P. Peeters, Histoires monastiques georgiennes. Extrait des Analecta Bollandiana, t. 36-37, Bruxeles, 1923.
- Полное жизнеописание святых грузинской церкви. Изд. М. Са бинина, ч. СПб., 1872.
- П. Успенск и й, История Афона, ч. III, Киев, 1877.
- А. Натроев, Иверский монастырь на Афоне. 1909.
- H. M a p p, Агиографические материалы по грузинским рукопи сям Ивера, ч. 1, СПб., 1900.
- Н. Ломоури, до, 67, 1957. к истории восстания Варды Склира. ng
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსი ათონელი მამებისა. orthodoxy.ge
- ↑ წმინდა-გიორგი-მთაწმინდელი-ცხოვრება-იოვანესი-და-ეფვთიმესი. gelati.edu.ge
- ↑ ცხოვრებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფჳმესი. nplg.gov.ge
- ↑ ეფთვიმესა და იოვანე მთაწმიდელების „ცხოვრება“ დაარქივებული 2021-07-12 საიტზე Wayback Machine. ka.georgica.ac.ge
- ↑ შრომები. ტომი II - kartvelologybooks. http://kartvelologybooks.tsu.ge/