იოან გურკუფი
იოან მიგელ გურკუფი ([jɔ.an ɡuʁ.kyf]; დ. 11 ივლისი, 1986, პლემო, საფრანგეთი) — ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ფრანგულ ლიონში თამაშობს.ის არის შემტევი ნახევარმცველი და მას აკისრია გამთამაშებლის როლი. მისი შთამბეჭდავი ტექნიკის გამო, მას ფრანგ ფეხბურთელს ზინედინ ზიდანს ადარებდნენ, თუმცა ჯერჯერობით მან ვერ შეძლო ამის გამართლება. მისი მამა, კრისტიან გურკუფი, ამჟამად ლორიენის მწვრთნელია. სწორედ აქ დაიწყო იოანმა თავისი კარიერა. გურკუფის კარიერა ძალიან კარგად წარიმართა. მან საფრანგეთის 19 წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო 2005 წელს. მისით იტალიური მილანი დაინტერესდა და ის მალე იტალიურ კლუბში აღმოჩნდა, სადაც არც თუ ისე კარგად მოექცნენ. თვითონაც დიდი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. 2008 წელს ის იჯარით ფრანგულ ბორდოში გადავიდა, სადაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. კლუბთან ერთად ლიგა 1 და ლიგის თასის მოპოვება შეძლო.ამ ყველაფერთან ერთად ის წლის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი გახდა და წლის საუკეთესო გოლი გაიტანა საფრანგეთის ჩემპიონატში.მან ბორდოსთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწია. გუნდი 2009-2010 წლის სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალამდე გავიდა. მეორე ფრანგულმა კლუბმა, ლიონმა შეძლო მათი შეჩერება.სწორედ იმ ლიონმა, სადაც გურკუფი ამჟამად ირიცხება.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | იოან მიგელ გურკუფი | ||
დაბადების თარიღი | 11 ივლისი, 1986 | ||
დაბადების ადგილი | პლემო, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 186 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლიონი | ||
ნომერი | 8 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1992-2001 | ლორიენი | ||
2001-2003 | რენი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2003-2006 | რენი | 66 | (6) |
2006-2009 | მილანი | 36 | (1) |
2008-2009 | ბორდო (იჯარით) | 37 | (12) |
2009-2010 | ბორდო | 32 | (6) |
2010- | ლიონი | 40 | (9) |
ეროვნული ნაკრები | |||
2002-2003 | საფრანგეთის U17 | 12 | (2) |
2003 | საფრანგეთის U18 | 4 | (1) |
2004-2005 | საფრანგეთის U19 | 17 | (7) |
2004-2005 | საფრანგეთის U21 | 18 | (4) |
2004-2005 | საფრანგეთი | 29 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაგურკუფი საფრანგეთის ნაკრებში 2008 წლის 11 აგვისტოს გამოიძახეს შვედეთის წინააღმდეგ ის 92 წუთზე გამოვიდა მოედანზე, ის მატჩი ფრანგებმა 3-2 მოიგეს. იოანმა პირველივე ოფიციალურ თამაშში რუმინეთის წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლი გაიტანა დაახლოებით 35 მეტრიდან. გურკუფი თითქმის სულ ხვდებოდა ნაკრებში. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გურკუფმა დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა,თუმცა ამას წინ უძღვოდა სკანდალი, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში მოხდა, რის გამოც საფრანგეთმა ჯგუფში უკანასკნელი ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი მოხსნეს.
ნაკრებში ლორან ბლანის მოსვლის შემდეგ გურკუფი კვლავ დაუბრუნდა ნაკრებს და იგი გამოძახებული იქნა რუმინეთის და ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ. რუმინეთთან იგი შეცვლაზე შემოვიდა და გოლის გატანაც მოახერხა, ფრანგებმა კი 2:0 იმარჯვეს. ლუქსემბურგთან კი მან "სტარტერად" დაიწყო და ქარიმ ბენზემას ასისტიც დაუდო, ეგ თამაშიც ფრანგებმა 2:0 მოიგეს.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო:
რენი
- გამბარდელას თასი (2003)
მილანი
- ჩემპიონთა ლიგა (2006)
- უეფას სუპერ თასი (2007)
- ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი (2007)
ბორდო
- ლიგა 1 (2008-09)
- ლიგის თასი (2008-09)
- ჩემპიონთა თასი (2): (2008, 2009))
ლიონი
- საფრანგეთის თასი (2011-12)
- ჩემპიონთა თასი (2012)
სანაკრებო
- ევროპის ჩემპიონი U19-ში (2005)
პირადი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სტატისტიკა lfp.fr-ზე დაარქივებული 2013-09-17 საიტზე Wayback Machine.