იოანე V ოქროპირი
(გადამისამართდა გვერდიდან იოანე V ოქროპირი (საქართველო))
იოანე V ოქროპირი — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1033-1049 წლებში. ადრე მოღვაწეობდა კალიპოსა და ათონის მონასტრებში იოანე და ექვთიმე მთაწმიდლებთან. კარგი მქადაგებელი ყოფილა, ამიტომაც უწოდებიათ ოქროპირი. იოანე-ოქროპირს დაუმტკიცებია მელქისედეკ I კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მცხეთის სვეტიცხოვლისათვის ბოძებული „დაწერილი“, აუგია ფოკის (ისტორიული ჯავახეთი) ეკლესია, რომლის სამშენებლო წარწერაში მოხსენიებულია თვითონ. ანტონ I-ის „წყობილსიტყვაობაში“ იოანე-ოქროპირი დახასიათებულია როგორც გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 5, გვ. 191, თბ., 1980