სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე ცეცე (დ. 1110, კონსტანტინოპოლი — გ. 1180, იქვე) — ბიზანტიელი ისტორიკოსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მისი მამა მიხეილი იყო პროფესიით გრამატიკოსი, დედა იყო კავკასიურ-იბერიული წარმოშობისა. მიიღო საფუძვლიანი ფილოლოგიური და გრამატისტული განათლება. ერთხანს თავს ირჩენდა გრამატიკის მასწავლებლობით და ლიტერატურული მოღვაწეობით. უჩიოდა ხელმოკლეობასა და გაჭირვებას. საკუთარი შრომები მიუძღვნა იოანე II კომნენოსს, მის ძმას ისააკ კომნენოსს, მანუელ I კომნენოსს და მის ცოლს ირინეს. მისი ყველაზე ვრცელი ნაშრომია „ისტორიათა წიგნი“, ასევე მას ეკუთვნის „ალეგორიები ილიადისა და ოდისეისათვის“, „სხოლიოები ლიკოფრონის ალექსანდრასთვის“. გარდა ამისა, ავტორია რამდნეიმე კრებული კომენტარებისა. იოანე ცეცე იყო ნაკითხი, კარგად იცნობდა ჰომეროსს, პინდარეს, ჰესიოდეს, ბერძენ ტრაგიკოსებს და კომედიოგრაფებს. იოანე ცეცეს მოცემული აქვს ცნობები ქართული ტომების, კოლხეთის სამეფოს, ქუთაისისა და ოქროს საწმისის მითის შესახებ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყაუხჩიშვილი, ს., იოანე ცეცე // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 17-39.