იოანე ქააძე
იოანე ქააძე (დ. 1883, ზემო ალვანი — გ. 1937) — ქართველი სასულიერო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაიოანე ქააძემ სად მიიღო საერო ან სასულიერო განათლება უცნობია. 1916 წლის საბუთებში მღვდლად იხსენიება. იგი თუშეთში, სოფელ ომალოში მსახურობდა. 1917 წელს მღვდელი იოანე ახმეტის ოლქის მთავარხუცესის მოადგილეა. შემდგომში, როგორც სანიმუშო კალიგრაფიის მქონე, სოფელ ქვემო ალვანის საბჭოს კანცელარიაში მდივნის მოვალეობასაც ასრულებდა. 1926 წლიდან ახმეტის ოლქის მთავარხუცესი იყო.
1927 წლიდან მამა იოანე მსახურობდა თუშეთის პირიქითა ხეობაში – ფარსმის თემში. 1935 წლის ნოემბერში დეკანოზი იოანე მხოლოდ ზემო ალვანის სამების ეკლესიის მღვდლად იხსენიება. 1937 წელს დეკანოზი იოანე ქააძე ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააპატიმრა, მოათავსეს თელავის ციხეში. 1937 წელს ალვანში მისმა ოჯახმა შეტყობინება მიიღო: „იოანე ქააძე მძიმე ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა.“ მისი არქივის ნაწილი, კანცელარიის წერილები, ხელნაწერი წიგნები, რომელიც მას თავისი ხელით ჰქონდა გადაწერილი დაიკარგა. 1917 წლის 12 (25) მარტს დეკანოზმა იოანე ქააძემ ხელი მოაწერა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტს.