იოანე ტარიჭისძე
იოანე ტარიჭისძე — XI-XII საუკუნეების ქართველი მთარგმნელი. ანტონ I-ის „წყობილსიტყვაობაში“ (XVIII ს.) მას ეძღვნება ორსტროფიანი იამბიკო, რომელშიც ნათქვამია:იოანე ტარიჭისძემ „გჳთარგმნნა წიგნნი, შეგჳმკო ეკლესია“, საქართველოში „სწავლა განჰფინა“. „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი ნუსხის გვიანდელი მინაწერის მიხედვით, რომელიც სულხან-საბა ორბელიანს ეკუთვნის, იოანე ტარიჭისძე საზღვარგარეთ მოღვაწეობდა და დაახლოებით 1114 დაბრუნდა საქართველოში თეოფილე ხუცესმონაზონთან და არსენ იყალთოელთან ერთად .
კორნელი კეკელიძე იოანე ტარიჭისძეს ნეოპლატონიკოსად სახავს და მიაწერს ამონიოს ერმისის 2 თხზულების თარგმანს, რომებსაც სხვა მკვლევრები (ს. გორგაძე, ი.ლოლაშვილი) იოანე პეტრიწს მიაკუთვნებენ. გამოთქმულია მოსაზრება, რომ აღორძინების ხანის მწერლებს შეიძლება ერეოდეთ იოანე ტარიჭისძე იოანე პრტრიწში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლოლაშვილი ი., ქსე, ტ. 5, გვ. 192, თბ., 1980