იოანე ოძუნელი
იოანე III ოძუნელი — სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსი 718-729 წლებში. მანასკერტში მოიწვია საეკლესიო კრება, რომლითაც სომხური ეკლესია საბოლოოდ დაუბრუნდა მონოფიზიტობას. მან ერთ კრებულად მოუყარა თავი სომხურ ენაზე არსებულ კანონიკურ ძეგლებს. მის კრებულში შევიდა პირველი სამი მსოფლიო საეკლესიო კრების და ადგილობრივი კრებების გადაწყვეტილებები. სომხური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 194, 197-198, ISBN 978-9941-0-0902-0.