იოაკიმე მღვდლის ელჩობა

იოაკიმე მღვდლის ელჩობა რუსეთში 1586-1887 წლებშიკახეთის სამეფოს ელჩობა რუსეთში. კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ კახეთიდან უკან დაბრუნებულ დანილოვის ელჩობას თან გააყოლა თავისი ელჩები: იოაკიმე მღვდელი, კირილე ბერი და ჩერქეზი ხურშიტა, 1586 წლის ოქტომბერში ელჩები წარუდგნენ რუსეთის ხელმწიფეს. ალექსანდრე II-ის სახელით ისინი ითხოვდნენ: რუსეთს თერგზე აეგო ციხე და იქ ჯარი ჩაეყენებინა; დაეჭირა თერგიდან საქართველოსაკენ მომავალი გზა, რომელიც საშამხლოზე გადიოდა; კახეთის სამეფო მფარველობაში მიეღო და გარეშე მტერთაგან დაეცვა. მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ ქართველი ელჩები კახეთში დაბრუნდნენ. მათ თან ჩამოჰყავთ რუსი ელჩები ბირკინის მეთაურობით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ., 4, თბ., 1967;