დანილოვის ელჩობა
დანილოვის ელჩობა — 1585 წელს ასტრახანის ვოევოდის მიერ რუსეთის მთავრობის მითითებით კავკასიაში გამოგზავნილი ელჩობა, რომელსაც მეთაურობდა ასტრახანელ მეთოფეთა ასისთავი, თარჯიმანი რუსინ დანილოვი. დანილოვის ელჩობას ევალებოდა შეესწავლა საქართველოსაკენ მომავალი გზები და თვით ქვეყანა. ელჩებმა კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს გადასცეს რუსეთის მეფის თედორე ივანეს ძის წერილი, რომელშიც იგი პოლიტიკურ კავშირსა და მფარველობას სთავაზობდა. ელჩების რჩევით, ალექსანდრემ რუსეთს საპასუხო ელჩობა გაგზავნა იოაკიმე მღვდლის, კირილე ბერისა და ჩერქეზ ხურშიტას შემადგენლობით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ნ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, მის წგნ. საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ.: 4, თბ., 1967;
- მაჭარაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 374.