ინფანტი
ინფანტი (ესპ. infante, პორტ. infante, ლათ. infans — ჭაბუკი, ბავშვი) — ესპანეთსა და პორტუგალიაში უფლისწულთა (პრინცების) ტიტული. მეფის ასულს (პრინცესას) ინფანტას (infanta) უწოდებდნენ.
XIV საუკუნიდან არაგონის, კასტილიის, ლეონისა და ნავარიის სამეფოებში მხოლოდ ტახტის მემკვიდრეებს ჰქონდათ პრინცისა და პრინცესის ტიტული, ხოლო სამეფოს დანარჩენი ბავშვები ინფანტის ტიტულს ატარებდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 182.