უაჰანხ ინტეფ II (ასევე ინიოტეფ II, ანტეფ II) — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) მეთერთმეტე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა პირველი გარდამავალი პერიოდის დროს. მისი მმართველობა დაიწყო ძვ.წ. 2112, ინტეფ II-მ დაახლოებით 50 წელი იმეფა, მისი მმართველობა დასრულდა ძვ.წ. 2063 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ინტეფ III ავიდა. მისი მეფობის დროს დედაქალაქად თებე იყო გამოცხადებული, ინტეფის მეფობის დროს ეგვიპტე რამდენიმე ნაწილად იყო გაყოფილი და ერთდროულად რამდენიმე დინასტია მართავდა ეგვიპტის სხვადასხვა ნაწილებს.

ინტეფ II
ინიოტეფ II, ანტეფ II
ფარაონი
მეფობა ძვ.წ. 2112 - 2063 წწ. (XI დინასტია)
წინამორბედი ინტეფ I
მემკვიდრე ინტეფ III
შვილი/ები ინტეფ III, იაჰი
მამა მენტუჰოტეპ I
დედა ნეფერუ I
გარდ. თარიღი ძვ.წ. 2063

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ინტეფ II
დაიბადა:  ?? გარდაიცვალა: ძვ.წ. 2063
წინამორბედი:
ინტეფ I
   ეგვიპტის ფარაონი   
ძვ.წ. 2112 - 2063 წწ.
შემდეგი:
ინტეფ III