ინტერნეტის საზოგადოება
ინტერნეტის საზოგადოება (ISOC) (ინგლ. Internet Society) — საერთაშორისო პროფესიონალური ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ინტერნეტის ქსელის განვითარებასა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. ორგანიზაციაში შედის 100-ზე მეტი წევრი-ორგანიზაცია მსოფლიოს 180 ქვეყნიდან და 20 ათასზე მეტი ინდივიდუალური წევრი.[4]
შეიქმნა | 11 დეკემბერი, 1992 |
---|---|
ტიპი | ასოციაცია[1] და საქველმოქმედო ორგანიზაცია |
დამფუძნებელი (-ები) | ვინტონ სერფი და რობერტ კანი |
ქვეყანა | აშშ[2] |
თავმჯდომარე | Gonzalo Camarillo[3] |
https://internetsociety.org |
ინტერნეტის საზოგადოება (ISOC) დაარსდა 1992 წელს და წარმოადგენს სხვა მრავალი კონსულტანტებისა და გამოკვლევების ჯგუფების საორგანიზაციო საფუძველს, რომლებიც მუშაობენ ინტერნეტის განვითარებაზე (როგორიცაა მაგ. IETF, IAB და სხვა). იურიდიული თვალსაზრისით, ისინი წარმოადგენენ საკმაოდ არაფორმალურ ორგანიზაციებს, მაგრამ საჭიროებენ ფინანსურ მხარდაჭერას და გარკვეულ უფლებრივ სტატუსს. სწორედ ამ მიზნისთვის შეიქმნა „ინტერნეტის საზოგადოება“.
ორგანიზაცია თავის ამოცანად თვლის ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობას, ახალი ინტერნეტ-ტექნოლოგიების შემუშავებას და მსოფლიო ქსელის საერთაშორისო მასშტაბით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ოფიციალურად ISOC არის არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელსაც ოფისები აქვს ვირჯინიაში (აშშ) და ჟენევაში (შვეიცარია).
ინტერნეტის საზოგადოებას ოფიციალური უფლება აქვს ყველა RFC დოკუმენტზე და ძალისხმევას არ ზოგავს მასში აღწერილი ინტერნეტის სტანდარტების პრაქტიკაში დასანერგად. საზოგადოება ასევე აქვეყნებს ანგარიშებს ინტერნეტის გლობალურ პრობლემებზე[5] და ინტერნეტის გამოყენების გასაუმჯობესებლად ქმნის ინსტრუმენტებს, კოდებს, რეკომენდაციებს; მხარს უჭერს საზოგადოების ქსელებისა და ინფრასტრუქტურების შესაქმნელ პროექტებს, მარშრუტიზაციის პროტოკოლების დაცვას და დაშიფვრის გამჭოლ პროპაგანდას.
1990-იანი წლების ბოლოს ISOC-მა დააარსა ჯონ პოსტელის პრემია.[6]
2012 წელს (ISOC-ის 20 წლისთავზე) ინტერნეტის საზოგადოებამ დააფუძნა ინტერნეტის დიდების დარბაზი.[7] ეს გაკეთდა იმ ლიდერთა რჩეული ჯგუფის საჯაროდ აღიარებისთვის, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გლობალური ქსელის განვითარებაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Zuazo N. Guerras de internet — ბუენოს-აირესი: 2015. — გვ. 106. — ISBN 978-987-3752-27-8
- ↑ Global LEI index
- ↑ https://www.internetsociety.org/board-of-trustees/
- ↑ ISOC-ის ოფიციალური ვებ-გვერდი
- ↑ https://www.livemint.com/technology/tech-news/the-internet-30-big-hope-to-big-bother-1554156689591.html
- ↑ Vint Cerf — I remember IANA. RFC 2468. Retrieved 30,07, 2020.
- ↑ THE INTERNET HALL OF FAME