ინვერსია (მეტეოროლოგია)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინვერსია (მრავალმნიშვნელოვანი).

ინვერსია (ლათ. inversio — გადასმა) — ტროპოსფეროში ჰაერის ტემპერატურის მატება სიმაღლის ზრდასთან ერთად ნაცვლად ჩვეულებრივი კლებისა. ინვერსიას ახასიათებენ ჰაერის ინვერსიული ფენის სიმაღლით მიწის ზედაპირიდან, ფენის სისქით და ტემპერატურათა სხვაობით ფენის ზედა და ქვედა საზღვრებს შორის.

ინვერსია

წარმოქმნის პირობების მიხედვით განარჩევენ რადიაციულ, ანტიციკლონურ, ოროგრაფიულ, დინამიურ და სხვა ინვერსიებს. თერმოდინამიკური თვალსაზრისით ინვერსიული ფენები ძალზე მდგრადია და ხელს უშლის ატმოსფეროში ჰაერის ვერტიკალური ნაკადების გავრცელებას; თუმცა ხელშემწყობია ბურუსის, ნისლის, სმოგის, ღრუბლებისა და მირაჟების წარმონაქმებისა.

ინვერსია დიდად არის დამოკიდებული რელიეფის ადგილობრივ პირობებთან. ინვერსიის ფენაში ტემპერატურა 15—20°C და მეტია. დიდი სიმძლავრე გააჩნია ნიადაგთან ახლო მდებარე ინვერსიულ ტემპერატურებს (აღმოსავლეთი ციმბირი, ანტარქტიდა).

ტემპერატურული ინვერსია

კონვექციის ნორმალური პროცესის შეწყვეტას მოსდევს ატმოსფეროს ქვედა ფენების დაბინძურება. ეს ყოველივე იწვევს პრობლემებს, რომელიც დაკავშირებულია ქალაქებში დიდი მოცულობის გამონაყოფებთან.

ინვერსიული ეფექტები ხშირად წარმოიქმნება ისეთ დიდ ქალაქებში როგორებიცაა: მუმბაი (ინდოეთი), ლოს-ანჯელესი (აშშ), მეხიკო (მექსიკა), სან-პაულუ (ბრაზილია), სანტიაგო (ჩილე), თეირანი (ირანი). უფრო მცირე მასშტაბით გვხვდება მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც.

ძლიერი ინვერსიის დროს ჰაერის დაბინძურება შეიძლება გახდეს რესპირატორული დაავადებების გამავრცელებელი. 1952 წელს დაფიქსირებული დიადი სმოგი (ლონდონი) სწორედ რომ წარმოადგენს აღნიშნული მოვლენის ცნობილ მაგალითს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება