ინვერსია (გეომეტრია)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინვერსია (მრავალმნიშვნელოვანი).

ინვერსია 1. გეომეტრიაში0 ცენტრის მქონე და R რადიუსიანი წრეწირის მიმართ გარდაქმნა, რომლის დროსაც P წერტილი გადადის P' წერტილში, რომელიც მდებარეობს OP სხივზე და დაშორებულია ცენტრიდან OP = /OP მანძილით. R² რიცხვს ეწოდება ინვერსიის კოეფიციენტი. ინვერსიის დროს წრფეები და წრეწირები გადადიან წრფეებსა და წრეწირებში, ამასთან, წრეწირები, მაგ., შეიძლება გადავიდეს წრფეებში და პირიქით.

ანალოგიურად განიმარტება ინვერსია სივრცეში სფეროს მიმართ.

2. კომბინატორიკაში — გადანაცვლებაში ორი ელემენტის ნორმალური გალაგების დარღვევა, იმისგან დამოუკიდებლად, ერთმანეთის გვერდით არიან ისინი თუ განცალკევებულნი არიან ერთმანეთისაგან რაიმე ელემენტებით. მაგ., bcade გადანაცვლებაში ელემენტები a და b ადგენენ ინვერსიას, თუ ნორმალურ დალაგებად მივიჩნევთ abcde დალაგებას.

ლიტერატურა

რედაქტირება